16 დეკემბრის ამინდის პროგნოზი
16 დეკემბერს თბილისში მოსალოდნელია წვიმა. ჰაერის ტემპერატურა დღისით +14 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +4 გრადუსია მოსალოდნელი.
ქუთაისში +14 გრადუსი და წვიმაა მოსალოდნელი, ღამით კი +7 გრადუსი იქნება. ოზურგეთში დღისით +15 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +9 გრადუსია ნავარაუდევი. ბათუმში დღისით ჰაერი +15 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +11 გრადუსი დაფიქსირდება.
წვიმიანი დღე იქნება ფოთშიც, სადაც დღისით +15 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +10 გრადუსია მოსალოდნელი. ზუგდიდში დღისით ტემპერატურა +14 გრადუსს მიაღწევს, ნალექიანი დღეა მოსალოდნელი, ღამით კი +7 გრადუსია ნავარაუდევი. +14 გრადუსია მოსალოდნელი დღისით სოხუმში, ღამით +9 გრადუსი დაფიქსირდება. იწვიმებს.
მესტიაში იწვიმებს. დღისით +8 გრადუსია, ღამით კი -4 გრადუსი დაფიქსირდება. ამბროლაურშიც ნალექიან დღეს ვარაუდობენ სინოპტიკოსები. ჰაერი დღისით +12 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +3 გრადუსი დაფიქსირდება.
ჭიათურაში დღისით +14 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +4 გრადუსი. ახალციხეში დღისით ჰაერი +13 გრადუსამდე გათბება, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა -2 გრადუსამდე დაიწევს. მოსალოდნელია წვიმა.
ბორჯომში დღისით +12, ღამის განმავლობაში კი 0 გრადუსი დაფიქსირდება. ბაკურიანში დღისით +7 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით -3 გრადუსი დაფიქსირდება.
გორში +12 გრადუსი იქნება დღისით, ღამის განმავლობაში კი 2 გრადუსი დაფიქსირდება. ცხინვალში დღისით ჰაერს ტემპერატურა +11 გრადუსი იქნება, ღამით კი 1 გრადუსი დაფიქსირდება.
გუდაურში თოვლია მოსალოდნელი, დღისით +7 გრადუსია ნავარაუდევი, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა -2 გრადუსი იქნება. ომალოში დღისით +6, ღამით კი 0 გრადუსი დაფიქსირდება.
ლაგოდეხში უნალექო დღე იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +17 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +3 გრადუსი დაფიქსირდება. თელავში დღისით +15 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +3 გრადუსია ნავარაუდევი.
გურჯაანშიც უნალექო დღე იქნება. დღისით +15 გრადუსი, ღამით კი +2 გრადუსი დაფიქსირდება. სიღნაღში +16 გრადუსი მოსალოდნელი, ღამით კი +2 გრადუსი დაფიქსირდება.
რუსთავში +15 გრადუსი და უნალექო დღეა მოსალოდნელი, ღამით კი +4 გრადუსი დაფიქსირდება.