მაშინ მსხვერპლი არ იყო და საზოგადოებამაც “გაატარა” : გულიკო ზუმბაძე

saburtalo

თბილისის საკრებულოს ყოფილი წევრი გულიკო ზუმბაძე დედაქალაქის მერიას გულგრილობაში ადანაშაულებს, როცა საქმე მოქალაქეების უსაფრთხოებას ეხება.
ვაკის პარკის ტრაგედიის ფონზე, რომელის 13 წლის გოგონას გარდაცვალებით დასრულდა, იგი თბილისში მომხდარ სხვა შემთხვევასაც იხსენებს, კერძოდ აპრილში, ვაჟა-ფშაველას გამზირზე ავტობუსის მოსაცდელი რკინის კონსტრუქცია წაიქცა.
“როგორი პასუხისმგებლობით ეკიდებიან უსაფრთხოებას, არაერთხელ გამოჩნდა, საზოგადოებამ “გაატარა” ეს შეთხვევა, ვაჟა-ფშაველაზე, როცა ახლად დამონტაჟებული მძიმე კონსტრუქციის მოსაცდელი წაიქცა. მსხვერპლი არ იყო და იმიტომ!.. საინტერესოა, მაშინ ვის და როგორ მოეთხოვა პასუხი? შეიმუშავა რაიმე დამატებითი რეგულაციები ქალაქის მერმა? თუმცა, რას ვკითხულობ?!.”, – წერს გულიკო ზუმბაძე სოციალურ ქსელში და ფაქტის ამსახველ ფოტოს აქვეყნებს.

აღსანიშნავია, რომ 13 ოქტომბერს, თბილისში, ვაკის პარკში არსებული ისტორიული შადრევანი ტრაგედიის მიზეზი გახდა. შადრევნის წყალში ბურთის ამოსაღებად ჩასულ ბავშვებს დენმა დაარტყა, ექიმება 2 არასრულწლოვნის გადარჩენა შეძლეს, ერთი, 13 წლის გოგონა კი დაიღუპა.


თბილისი–სენაკი–ლესელიძის გზაზე მოძრაობა დროებით იკრძალება

თბილისის ფუნიკულიორი საუკუნეზე მეტს ითვლის – წმინდა დავითის მთაზე აგებული უნიკალური გზა

„ფიქს თბილისი“ – ვალდალიზმთან ბრძოლის ახალი სტრატეგია დედაქალაქში

“დავიღალეთ! წლებია, მხოლოდ დაპირებები გვესმის” – მოსახლეობა ხელვაჩაურის მერიის წინააღმდეგ

1-ლი აპრილიდან ტაქსის მძღოლებს “ბას ლაინის” გამოყენების უფლება ექნებათ

პოდკასტი