პირველადი დახმარების აღმოჩენის წესების ცოდნა აუცილებელია: ექსპერტი

SHALVA TABATADZE

განათლების დარგის ექსპერტ შალვა ტაბატაძის მოსაზრებით, პირველადი დახმარების აღმოჩენის წესები სკოლებში აუცილებლად უნდა ისწავლებოდეს.

ექსპერტის თქმით, მოსახლეობის უმრავლესობას არ აქვს საკმარისი ცოდნა, თუ როგორ იმოქმედონ კრიტიკულ სიტუაციაში და დაშავებულს, სასწრაფო დახმარების მოსვლამდე სათანადო დახმარება აღმოუჩინონ, რაც ძალიან დიდი პრობლემაა.

“ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სკოლებში მიღებული განათლება მოსწავლეებს ყოველდღიურობაში გამოადგეთ. სასწავლო დაწესებულებებში, სკოლის მოსწავლეები, პირველადი დახმარების წესებს აუცილებლად უნდა სწავლობდნენ. ჩემი აზრით, ინტეგრირებული და საგანთაშორისი სწავლება ბევრად უფრო ეფექტიანია, შესაბამისად არ არის აუცილებელი პირველადი დახმარება, როგორც ცალკე საგანი ისწავლებოდეს, თუმცა ცალსახად, საგანთაშორისი სწავლების მეთოდის მეშვეობით, მოსწავლეები ნებისმიერი სიტუაციისთვის უნდა იყვნენ მომზადებული”, – ამბობს შალვა ტაბატაძე.

ექსპერტის თქმით, პრაქტიკულ მაგალითზე დაყრდნობით, კრიტიკულ სიტუაციებში, პირველადი დახმარების ცოდნა მნიშვნელოვნად ეხმარება ადამიანს.

აღსანიშნავია, რომ 13 ოქტომბერს, ვაკის პარკში მომხდარი უბედური შემთხვევისას, როდესაც პარკის ისტორიულ შადრევანში ბურთის ამოსაღებად ჩასულ ბავშვებს დენმა დაარტყა, სასწრაფო დახმარების მოსვლამდე ერთ-ერთ მოზარდს, შემთხვევის ადგილზე მყოფმა ქალმა გულის მასაჟი გაუკეთა.  კომპეტენტური პირველადი დახმარების აღმოჩენა ყოველთვის მნიშვნელოვანია.

თაკო ბოკუჩავა


,,მეტი სისხლი-მეტი სიცოცხლე“ -14 ივნისი სისხლის დონორის მსოფლიო დღეა

13 ივნისის ტრაგედიიდან 8 წელი გავიდა

გადაუდებელი დახმარების ცენტრის ავტოპარკი 23 სპეცმანქანით განახლდა

შაქრიანი დიაბეტის დიაგნოზის მქონე ბავშვებისთვის სერვისებზე ხელმისაწვდომობა გამარტივდა

საქართველოში ყირიმ-კონგოს ჰემორაგიული ცხელების 8 შემთხვევა დაფიქსირდა

პოდკასტი