ჰააგის სასამართლომ 2008 წელს საქართველოს მიმართ რუსეთის ბრალეულობა დაადასტურა

დამნაშავეებს ბრალი ედებათ ეთნიკურად ქართველი მშვიდობიანი მოსახლეობის თავისუფლების უკანონო აღკვეთაში, წამებაში, სასტიკ მოპყრობასა და მძევლად აყვანაში.

ჰააგის სასამართლომ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომზე გამოძიება დაასრულა. სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ ბრალი არც ერთ ქართველს არ წაუყენა. დასკვნა 2008 წლის 1 ივლისიდან 10 ოქტომბრის შუალედს მოიცავს. გამოძიების შედეგად, სამი პირის – მიხაილ მაირამოვიჩ მინძაევის, გამლეტ გუჩმაზოვისა და დავიდ გეორგიევიჩ სანაკოევის – მიმართ დაპატიმრების ორდერი გამოიცა.

დამნაშავეებს, რუსეთის ფედერაციის მიერ განხორციელებული ოკუპაციის კონტექსტში, ბრალი ედებათ ეთნიკურად ქართველი მშვიდობიანი მოსახლეობის თავისუფლების უკანონო აღკვეთაში, წამებაში, სასტიკ მოპყრობასა და მძევლად აყვანაში.

ბრალდებული 3 პირის გარდა, ჰააგის სისხლის საერთაშორისო სასამართლომ, რუსეთის შეიარაღებული ძალების გენერალ-მაიორის, ვიაჩესლავ ბოროსოვის დანაშაულიც გამოკვეთა, თუმცა, ის 2021 წელს გარდაიცვალა.

“აღსანიშნავია, დანაშაულებრივი ქმედებების უფრო ფართო ხასიათი. მაგალითად, ქართული სოფლებისა და ქართველების კუთვნილი სახლების მასობრივი ძარცვა და განადგურება. ცხინვალის რეგიონში ქართული მოსახლეობის არშეშვება”, – განაცხადა საქმის პროკურორმა, კარიმ ხანიმ.

შედეგად, ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილებით კიდევ ერთხელ დადასტურდა 2008 წელს, რუსეთის ფედერაციის დანაშაულებრივი ქმედებები. აღნიშნული დასკვნა კი საერთაშორისო არენაზე, საქართველოს სახელმწიფოს დეოკუპაციისთვის მნიშვნელოვან ინსტრუმენტს წარმოადგენს.

ინგა ფუტკარაძე


უძველესი ცივილიზაციების ათეულში საქართველო მეორე ადგილს იკავებს

ვინ არის ადამიანი, რომელიც ორ მარტორქას უვლის

საქართველო მსოფლიო ტურიზმის დღისთვის მზადებას იწყებს

დღეს მსოფლიო ოკეანის დღეა

გაეროს გენერალურმა ასამბლეამ ოკუპირებული აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა სტატუსის შესახებ რეზოლუცია მიიღო

პოდკასტი