საზოგადოებრივი აზრის კვლევაზე საზოგადოების აზრი – GORBI-ის მორიგი გამოკითხვა

საქართველოს საზოგადოებრივი აზრის კვლევის ცენტრი GORBI-ი ახალი კვლევის შედეგებს აქვეყნებს.

კითხვაზე: დღეს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას?

გამოკითხვის შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა:

ხმების უმრავლესობა – 52% სახელისუფლებო პარტიას, ,,ქართულ ოცნებას’’ ერგო, მეორე ადგილზე პარტია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობაა” ხმების 23%-ით.
რესპონდენტთა 3-3% ამბობს, რომ ხმას მისცემდა: „სტრატეგია აღმაშენებელს“, ,,ლელოს’’, „ევროპულ საქართველოს“, ,,პატრიოტთა ალიანსს’’ და „გირჩი – მეტი თავისუფლებას“.
ხმების 2% ,,გირჩსა’’ და პარტია „მოქალაქეებს“ ერგო.
1-1%-იანი მხარდაჭერა რესპონდენტებმა ლეიბორისტულ პარტიას და გიორგი გახარიას პოლიტიკურ მოძრაობას – „საქართველოსთვის“ გამოუცხადეს,
გამოკითხულთა 4%-მა განაცხადა, რომ არსებული პარტიებიდან მხარს არც ერთს უჭერს.

კითხვაზე: ემხრობით თუ არა „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პოლიტიკას, საქართველო არ ჩაერთოს რუსეთ-უკრაინას შორის მიმდინარე ომში?

პასუხები ასე გადანაწილდა:

გამოკითხულთა 81% ამბობს, რომ ემხრობა ,,ქართული ოცნების’’ პოლიტიკას,
16% მხარს არ უჭერს მოქმედი პარტიის გადაწყვეტილებას,
3% პასუხზე უარს აცხადებს.

GORBI-ის კვლევას მმართველი პარტიიდან გამოეხმაურნენ. როგორც საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა და “ქართული ოცნების” აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, მათი პარტიის რეიტინგი რეკორდულად მაღალია არასაარჩევნო პერიოდში, რაც ნიშნავს, რომ მთავრობის პოლიტიკას საქართველოს მოსახლეობის ძალიან დიდი ნაწილი ემხრობა და აფასებს.

რაც შეეხება გამოკითხვაში მთავარი ოპოზიციური ძალის რეიტინგს, მდინარაძის თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ რეიტინგი დაკლებულია, „ქართული ოცნების“- მომატებული, ხოლო სხვა პარტიები “პრაქტიკულად არიან იმ მოცემულობის მიღმა, რაზეც ისინი დღენიადაგ საუბრობენ”, – აღნიშნა მდინარაძემ.

მისი მოსაზრებით, საქართველოს მოსახლეობის ძალიან დიდი ნაწილი არის მშვიდობის, განვითარების, სტაბილურობის, “რეალურად ევროპის” მომხრე.

GORBI-ის მჩხიბავების დაწესებულება უწოდა პარტია “სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერმა გიორგი ვაშაძემ და განაცხადა, რომ მისი პარტია ქვეყანაში ერთადერთი პოლიტიკური ძალაა, რომელსაც ხმები ემატება.

ვაშაძე GORBI-ის სიზუსტეს უწუნებს და მეტ სანდოობას IRI-ის უცხადებს. მისივე თქმით, IRI ყველაზე მიუკერძოებელი, დამოუკიდებელი შემფასებელია.

“20%-იანი ცდომილება, რომელსაც GORBI აჩვენებს ხოლმე, ასეთი არსად სხვაგან, აფრიკის ქვეყნებშიც არ გამიგია. “სტრატეგია აღმაშენებელი” არის ერთადერთი პოლიტიკური ძალა, რომელსაც IRI-ის კვლევებით არა თუ აკლდება, არამედ ემატება ხმები. ჩვენთან ერთად არის “გირჩი მეტი თავისუფლება” და “დროა”. ჯამურად, ჩვენ სამ პარტიას გვაქვს ჯერ კიდევ სექტემბერში 7% პირველი არჩევანი, მეორე კი – 8%”,- განაცხადა ვაშაძემ.

GORBI-ის მორიგ კვლევას მოქალაქეები სოციალურ ქსელში გამოეხმაურნენ.
ფეისბუკის ერთი-ერთი მომხმარებელი ედიშერ გვენეტაძე თავის გვერდზე წერს, რომ ყველა ქვეყნისთვის და იქ მცხოვრები ხალხისთვის მშვიდობა უმნიშვნელოვანესია და ეს გამოკითხვის შედეგებმაც ცხადყო.

“ქართველი კაცი ბრძენზე ბრძენია. მან იცის მშვიდობის ფასი. მან იცის, რომ საქართველოს მშვიდობა ჰაერივით ესაჭიროება! ეს კიდევ ერთხელ მკაფიოდ დაადასტურა GORBI-ის გამოკითხვებმა! მოსახლეობის 81% ემხრობა ხელისუფლების პოლიტიკას და უფრო მეტიც, ახლა, რომ არჩევნები ჩატარდეს 52% მისცემს ხმას “ქართულ ოცნებას”! დასკვნა: საქართველოს ამომრჩეველი აბსოლუტურად სწორად ერკვევა მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებში და ირჩევს მშვიდობას და სტაბილურობას! აქედან გამომდინარე, ნათელია: ხმა ღვთისა, ხმა ერისაო!’’- წერს ედიშერ გვენეტაძე.

სოციალური ქსელის მომხმარებელი გია ფაცურია GORBI-ის კვლევას სანდოდ არ მიიჩნევს და შედეგებს საკმაოდ ირონიულად აფასებს: “მაგარი “კვლევა” გაუკეთებიათ. მიშაც ეგრე იყო, 52%-ს ჩაჭიდებული იყო ბოლომდე. თან იკაიფეთ, გახარია ბოლო ადგილზე ჰყავთ, დოლიძე საერთოდ არაა ნახსენები. ვაი, თქვენ პატრონს, უბედურს.’’

რაც შეეხება ოპოზიციურ პარტიებს მათი უმრავლესობა GORBI-ის კვლევებს არ ენდობა და ფიქრობენ, რომ ,,ქართულმა ოცნებამ’’ შედეგები გააყალბა.

ცნობისათვის, კვლევის ფარგლებში საზოგადოებრივი აზრისა და ბიზნესის კვლევის საერთაშორისო ცენტრმა მრავალსაფეხურიანი შემთხვევითი შერჩევით ქვეყნის მასშტაბით 2024 რესპონდენტი გამოჰკითხა. კვლევის ცდომილების ზღვარი +/- 2.5 %-ია.

თაკო ბოკუჩავა


უძველესი ცივილიზაციების ათეულში საქართველო მეორე ადგილს იკავებს

საქართველო მსოფლიო ტურიზმის დღისთვის მზადებას იწყებს

გაეროს გენერალურმა ასამბლეამ ოკუპირებული აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა სტატუსის შესახებ რეზოლუცია მიიღო

,, თუ ადამიანს უწერია სიკვდილი მამულისათვის, ეს ბედნიერებაა!“- გმირთა მოედანზე გენო ადამიას ბიუსტი დაიდგა

გიორგი მიქაუტაძე საფრანგეთის ლიგა 2-ის საუკეთესო ფეხბურთელია

პოდკასტი