როგორ ავიცილოთ ზედმეტი კილოგრამები ახალ წელს
ახალი წელი საქართველოში წლის მნიშვნელოვანი დღესასწაულია, რომელსაც ყველა, პატარა თუ დიდი, მოუთმენლად ელის.
ახალი წელი საქართველოში წლის მნიშვნელოვანი დღესასწაულია, რომელსაც ყველა, პატარა თუ დიდი, მოუთმენლად ელის. მოსახლეობა ახალ წელს ახალი იმედებით, სურვილებით და მიზნებით ეგებება სადღესასწაულო სუფრის ან ზეიმის ფონზე. საქართველოში საახალწლო ტრადიციები საკმაოდ დიდი ხნის წინ დამკვიდრდა და მას შემდეგ მუდმივად ვითარდებოდა.
მრავალ წეს-ჩვეულებებთან ერთად, ქართულ ტრადიციულ საახალწლო სუფრას, განსაკუთრებულ ადგილი უკავია ყველა კუთხის წარმომადგენლის ოჯახში. მისი აღნიშვნა კვირების განმავლობაში გრძელდება, როგორც ოჯახურ, ასევე მეგობრების წრეში. ხშირ შემთხვევაში უარს ვერ ვამბობთ საყვარელი კერძების მირთმევის სიამოვნებაზე, რომელიც სავსეა მაღალკალორიული პროდუქტებით: ტკბილეულით, ცომეულით, ნიგვზიანი და ცხიმიანი საკვებით. შესაბამისად, მათი გადაჭარბებული მიღება ჩვენს წონის მატებაზეც მკაფიოდ აისახება.
გთავაზობთ საახალწლო მენიუს მცირე ჩამონათვალს და მათ კალორიას 100 გრამ პროდუქტზე, რომელიც დაგეხმარებათ, დააბალანსოთ და თავიდან აიცილოთ ზედმეტი კილოგრამები.
სალათები და ცივი კერძები:
ქათმის -200
“ოლივიე” – 175
“ვინეგრეტი” -100
“შუბა”-150
“კრაბის” სალათა -217
საცივი-160
ბაჟე-150
ისპანახი ნიგვზით-81
სოკო ნიგვზით-81
ბადრიჯანი ნიგვზით-120
ხმელი ლობიო ნიგვზით -130
ცხელი კერძები:
ჩაქაფული-130
ქაბაბი ძროხის-200
ქაბაბი ღორის-332
კუპატი ძროხის-220
კუპატი ღორის-332
ცომეული:
ხაჭაპური იმერული-335
ხაჭაპური ფენოვანი-350
პიცა 1 ნაჭერი-300
ყველიანი “ვარენიკები” -274
ზღვის პროდუქტები:
ხიზილალა წითელი-251
ხიზილალა შავი-203
ორაგული -145
სკუმბრია -156
კალმახი-138
შემწვარი ხორცი:
ქათამი-210
ინდაური-165
ძროხა-384
მწვადი ძროხის-200
მწვადი ღორის-324
ცხვარი-320
ტკბილეული:
გოზინაყი-650
ტორტი-450
კექსი-353
ხილის ნამცხვრები-324
ფახლავა-571
ნაპოლეონი-413
ორცხობილები-450
შოკოლადები-500
მარმელადი-296
ზეფირი-299
ვაფლი შიგთავსით-421
“მაფინები” კლასიკური-370
ჩურჩხელა-231
ტყლაპი-305
ხილი:
ბანანი-89
ვაშლი-47
კივი-48
სასმელები:
გაზიანი სასმელები-42
წვენები-50
ღვინო-85
არაყი, რომი, ვისკი, ჯინი-231
კონიაკი-250
ლუდი-43
ლელა დევდარიანი