საახალწლო ღონისძიებების გამო მეტეხის ხიდზე ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდა

დღეს, 15:00 საათიდან, გორგასლის მოედნიდან მეტეხის ხიდისა და აღმართის მიმართულებით, ასევე მეტეხის აღმართიდან ევროპის მოედნის მიმართულებით გადაადგილება ცალმხრივად შეიზღუდა.

როგორც თბილისის მერიაში აცხადებენ, მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე, გორგასლის ქუჩიდან ავტომობილები გადაადგილებას გორგასლის მოედნისა და კოტე აფხაზის ქუჩის, ასევე, თუმანიანის ქუჩიდან გორგასლის ქუჩის მიმართულებით შეძლებენ. მარცხენა სანაპიროზე არსებული გვირაბიდან კი, ავტომობილები როგორც მეტეხის ხიდისა და გორგასლის მოედნის, ასევე ღვინის აღმართის საშუალებით იმოძრავებენ.

საახალწლო ღონისძიების მიმდინარეობისას ავტობუსები: N301, N331, N344, N345, N350, N371, გორგასლის ქუჩიდან მეტეხის ხიდის ნაცვლად, კოტე აფხაზის ქუჩის მიმართულებით იმოძრავებენ, ხოლო თავისუფლების მოედნიდან მოძრაობას დადგენილი სქემით განაგრძობენ.

ავტობუსი N333 ხეთაგუროვის ქუჩიდან ავლაბრის მოედნის მიმართულებით მოძრაობისას, ევროპის მოედნის ნაცვლად, ბარათაშვილის ხიდიდან ბარათაშვილის ქუჩაზე გადავა, პუშკინის ქუჩის დასაწყისში დატრიალდება, რის შემდეგაც, ავლაბრის მოედნის მიმართულებით, ჩვეული სქემით იმოძრავებს.

რაც შეეხება N538, N547, N550 და N580 მიკროავტობუსებს, ისინი გორგასლის ქუჩიდან მეტეხის ხიდის ნაცვლად, მოძრაობას კოტე აფხაზის ქუჩის მიმართულებით განაგრძობენ, რის შემდეგაც, თავისუფლების მოედნიდან N547 და N580 დადგენილი სქემით იმოძრავებენ.

ხოლო N538 და N550 ნომრები ბარათაშვილის ხიდის მეშვეობით მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე გადავლენ და სვლას დადგენილი სქემით გააგრძელებენ.

თაკო ბოკუჩავა


უძველესი ცივილიზაციების ათეულში საქართველო მეორე ადგილს იკავებს

საქართველო მსოფლიო ტურიზმის დღისთვის მზადებას იწყებს

გაეროს გენერალურმა ასამბლეამ ოკუპირებული აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა სტატუსის შესახებ რეზოლუცია მიიღო

,, თუ ადამიანს უწერია სიკვდილი მამულისათვის, ეს ბედნიერებაა!“- გმირთა მოედანზე გენო ადამიას ბიუსტი დაიდგა

გიორგი მიქაუტაძე საფრანგეთის ლიგა 2-ის საუკეთესო ფეხბურთელია

პოდკასტი