3 იანვრიდან 6 იანვრის ჩათვლით უქმე დღეები ცხადდება

ადმინისტრაციულ ორგანოებში დასაქმებულთათვის 3 იანვრიდან 6 იანვრის ჩათვლით უქმე დღეები ცხადდება

საქართველოს მთავრობა 2023 წლის 3 იანვრიდან 6 იანვრის ჩათვლით უქმე დღეებს აცხადებს. შესაბამის განკარგულებას ხელი საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა უკვე მოაწერა. მთავრობის დადგენილების მიხედვით, შესაბამისი ადმინისტრაციული ორგანო მის დაქვემდებარებაში შემავალ სამსახურებსა და მოსამსახურეებს განსაზღვრავს, რომელთა მიმართაც ეს დადგენილება არ გავრცელდება.

უქმე დღეები არ შეეხება იმ მოსამსახურეებს, რომელთა ფუნქციის შესრულება სახელმწიფო ხელისუფლების განხორციელებისა და საზოგადოების ნორმალური ფუნქციონირებისთვის გადაუდებელ აუცილებლობას წარმოადგენს. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ეს დადგენილება საქართველოს ეროვნული ბანკის ზედამხედველობას დაქვემდებარებული პირების წინაშე შესასრულებელ ფინანსურ ვალდებულებებსა და ,,სახელმწიფო შესყიდვის შესახებ“ კანონით გათვალისწინებულ სახელმწიფო შესყიდვების საქმიანობებზე არ ვრცელდება.

ინგა ფუტკარაძე


უძველესი ცივილიზაციების ათეულში საქართველო მეორე ადგილს იკავებს

საქართველო მსოფლიო ტურიზმის დღისთვის მზადებას იწყებს

გაეროს გენერალურმა ასამბლეამ ოკუპირებული აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა სტატუსის შესახებ რეზოლუცია მიიღო

,, თუ ადამიანს უწერია სიკვდილი მამულისათვის, ეს ბედნიერებაა!“- გმირთა მოედანზე გენო ადამიას ბიუსტი დაიდგა

გიორგი მიქაუტაძე საფრანგეთის ლიგა 2-ის საუკეთესო ფეხბურთელია

პოდკასტი