22 დეკემბრის ამინდის პროგნოზი

22 დეკემბერს თბილისში მზიანი დღეა ნავარაუდები. ჰაერის ტემპერატურა დღისით +5 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი -1 გრადუსია მოსალოდნელი.

ქუთაისში +14 გრადუსი და უნალექო დღეა მოსალოდნელი, ღამით კი +4 გრადუსი იქნება. უნალექო დღეა ოზურგეთშიც, სადაც დღისით ასევე +14 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +5 გრადუსია ნავარაუდევი. ბათუმში დღისით ჰაერი +15 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +7 გრადუსი დაფიქსირდება.

უნალექო დღე იქნება ფოთშიც, სადაც დღისით +13 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +5 გრადუსია მოსალოდნელი. ზუგდიდში დღისით ტემპერატურა +13 გრადუსს მიაღწევს, უნალექო დღეა მოსალოდნელი, ღამით კი +2 გრადუსია ნავარაუდევი. +14 გრადუსია მოსალოდნელი დღისით სოხუმში, ღამით +6 გრადუსი დაფიქსირდება. დღე უნალექოდ ჩაივლის.

მესტიაში უმეტესად მზიანი დღეა ნავარაუდები. დღისით +4 გრადუსია, ღამით კი -6 გრადუსი დაფიქსირდება. ამბროლაურშიც უნალექო დღეს ვარაუდობენ სინოპტიკოსები. ჰაერი დღისით +11 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +1 გრადუსი დაფიქსირდება.

ჭიათურაში დღისით +10 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +1 გრადუსი. ახალციხეში დღისით ჰაერი +9 გრადუსამდე გათბება, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა -5 გრადუსამდე დაიწევს. მოსალოდნელია უნალექო დღე.

ბორჯომში დღისით +8, ღამის განმავლობაში კი -4 გრადუსი დაფიქსირდება. ბაკურიანში დღისით +4 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით -7 გრადუსი დაფიქსირდება. მოსალოდნელია უნალექო დღე.

გორში +5 გრადუსი და წვიმა იქნება დღისით, ღამის განმავლობაში კი +3 გრადუსი დაფიქსირდება. ცხინვალში დღისით ჰაერს ტემპერატურა +4 გრადუსი იქნება, ღამით კი -4 გრადუსი დაფიქსირდება.

გუდაურში უნალექო დღეა მოსალოდნელი, დღისით 0 გრადუსია ნავარაუდევი, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა -7 გრადუსი იქნება. უნალექო დღეა მოსალოდნელი ომალოშიც, სადაც დღისით 0, ღამით კი -8 გრადუსი დაფიქსირდება.

ლაგოდეხში უნალექო დღე იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +15 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +3 გრადუსი დაფიქსირდება. თელავში დღისით +5 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი -3 გრადუსია ნავარაუდევი.

გურჯაანშიც უნალექო დღე იქნება. დღისით +4 გრადუსი, ღამით კი -2 გრადუსი დაფიქსირდება. სიღნაღში +2 გრადუსი მოსალოდნელი, ღამით კი -2 გრადუსი დაფიქსირდება.

რუსთავში +5 გრადუსი და უნალექო დღეა მოსალოდნელი, ღამით კი -1 გრადუსი დაფიქსირდება.


უძველესი ცივილიზაციების ათეულში საქართველო მეორე ადგილს იკავებს

საქართველო მსოფლიო ტურიზმის დღისთვის მზადებას იწყებს

გაეროს გენერალურმა ასამბლეამ ოკუპირებული აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა სტატუსის შესახებ რეზოლუცია მიიღო

,, თუ ადამიანს უწერია სიკვდილი მამულისათვის, ეს ბედნიერებაა!“- გმირთა მოედანზე გენო ადამიას ბიუსტი დაიდგა

გიორგი მიქაუტაძე საფრანგეთის ლიგა 2-ის საუკეთესო ფეხბურთელია

პოდკასტი