საახალწლო ღონისძიებების პროგრამა უკვე ცნობილია
დღესასწაულის ფარგლებში ორბელიანის მოედანზე, 9 აპრილის ბაღსა და ათონელის ქუჩაზე, გასართობი წარმოდგენები, აქტივობები და სადღესასწაულო მსვლელობები მოეწყობა.
![](https://24media.ge/wp-content/uploads/axali-weli-1.jpg)
23 დეკემბრიდან 13 იანვრის ჩათვლით თბილისში საახალწლო ღონისძიებები გაიმართება. კონცერტების ციკლი „საახალწლო სოფლის“ გახსნით დაიწყება, სადაც ტრადიციულად საშობაო ბაზრობა, ტკბილეულის ფესტივალი და მრავალფეროვანი კვების ობიექტები იქნება წარმოდგენილი.
დღესასწაულის ფარგლებში ორბელიანის მოედანზე, 9 აპრილის ბაღსა და ათონელის ქუჩაზე, გასართობი წარმოდგენები, აქტივობები და სადღესასწაულო მსვლელობები მოეწყობა, ასევე დაგეგმილია სხვადასხვა ჟანრის მუსიკოსებისა და მომღერლების საღამოებიც.
23 დეკემბერს გახსნით ღონისძიებაში მონაწილეობას წამყვანები – გვანცა დარასელია და აჩიკო სოლოღაშვილი მიიღებენ. ღონისძიების მომღერლები: ლელა წურწუმია, ლიზა ბაგრატიონი, ანრი ჯოხაძე, დუეტი „ჯორჯია“, აჩიკო მეფარიძე, ჯგუფი „ფორტე“, დათო გომართელი, “მასტერა” და ნათია დუმბაძე და ანსამბლი „შვიდკაცა“ იქნებიან.
საახალწლო სოფლის მუსიკალური პროგრამა მოიცავს: 90-იანების კონცერტს, ქართული სიმღერისა და ქართული ესტრადის ვარსკვლავების კონცერტებს. მუსიკალურ პროგრამაში მონაწილეობას მიიღებენ: SALIO, Killages, ზუკა ხუციშვილი, „არა“ , SKAZZ, „ნიუტონი“, 4D Monster Lobsters, Goofy Land, „თამადას“, SvanSikh-ს, „ფრანი“, „რეგიონი“, თბილისის ბიგ-ბენდი, Bedford Falls, დავით ილურიძის ბენდი, სოფო გელოვანი, დათო ევგენიძე, FE PROJECT, „თუთარჩელა“, LOUDspeakers, ელენე კალანდაძე და ერეკლე გეწაძე, Tika Balanchine & New One-ს, მიშო ურუშაძე, „შერეკილები“, გიორგი გიგაშვილი, ნინი ნუცუბიძე და კატო კვარაცხელია.
ასევე, საბავშვო კონცერტები გაიმართება ათონელის ქუჩის სცენაზეც, სადაც მონაწილეობას მიიღებენ: N STUDIO და მისი მუსიკალური ხელმძღვანელი ნუცა ჯანელიძე, თამარ ბოლაშვილი, რუსიკო ბახტაძის სტუდია, „ქენდი სტუდიო“, „ბზიკები სტუდიო“, სამეცნიერო მუზეუმი „ექსპერიმენტორიუმი“, „მეკო სტუდია“, სტუდია „ანა-ბანა“, „ვოკალის აკადემია“, ეროვნული სასახლის ფოლკლორული ანსამბლების კონცერტი, „ბასტი-ბუბუ“, ბავშვთა ვოკალური სტუდია „ჩიკო“, ნუკრი კაპანაძის სასიმღერო სტუდია, სტუდია „თინქლაბი“, გუნდი „დორემი“, სტუდია „ველოსიპედი“, „ნია სტუდიო“, საქართველოს თოჯინების პროფესიული სახელმწიფო თეატრების გაერთიანება – თბილისის თოჯინების თეატრი, „სტუდიო 1,2 3“, პროექტ „რანინას“ ყველა სეზონის მონაწილე, ეროვნული სასახლის ვოკალური ჯგუფები და კლასიკური მუსიკის შემსრულებლები.
თაკო ბოკუჩავა
იხილეთ საახალწლო პროგრამის განრიგი:
![](https://kinsta.com/wp-content/uploads/2020/06/leaderboard-1.png)
![](http://www.espressographics.com/html_graphics/Banner_300x100.gif)