სააკაშვილს სასამართლო პროცესი პოლიტიკურ ტრიბუნად აღარ გამოაყენებინეს 

მიხეილ სააკაშვილი

თბილისის საქალაქო სასამართლოში საქართველოს მესამე პრეზიდენტის – მიხეილ სააკაშვილის სასჯელის გადავადებასთან დაკავშირებით სასამართლო პროცესი გაიმართა. ადვოკატების შუამდგომლობას მოსამართლე გიორგი არევაძე განიხილავს.

როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, ადვოკატები მესამე პრეზიდენტის ჰუმანიტარული მიზნით სხვა ქვეყანაში გადაყვანას ითხოვენ. სასამართლო პროცესს დისტანციურად ჩაერთო მიხეილ სააკაშვილი. ექსპრეზიდენტს უკრაინულ ენაზე განცხადების გაკეთება სურდა, რისი უფლებაც მოსამართლე გიორგი არევაძემ არ მისცა და მსჯავრდადებულ პრეზიდენტს ქართულად საუბარი მოსთხოვა.

“ბატონო მიხეილ, თქვენ ძალიან კარგად ფლობთ ქართულ ენას, უკრაინული მე არ ვიცი”, – განაცხადა მოსამართლე არევაძემ.

ამის შემდეგ, სააკაშვილის ადვოკატმა შალვა ხაჭაპურიძემ მის დაცვის ქვეშ მყოფს პერანგის გახსნა სთხოვა, რათა საზოგადოებას მისი ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობა ვიზუალურად უკეთ დაენახა. მოსამართლემ განაცხადა, რომ თუ მიხეილ სააკაშვილი გაშიშვლებას დაიწყებდა, პროცესში მონაწილეობის უფლებას არ მისცემდნენ.

საბოლოოდ, მიხეილ სააკაშვილმა უარი განაცხადა, სასამართლო პროცესს ბოლომდე დასწრებოდა,  იმ მიზეზით, რომ ის თავს ცუდად გრძნობდა. ადვოკატის განმარტებით, განსასჯელს სამედიცინო მომსახურება დასჭირდა.

სასამართლოს ჩვენება მისცეს უცხოელმა ექსპერტებმაც, მათ შორის, ამერიკელმა ერიკ დევიდ გოლდ სმიტმა, რომელიც სააკაშვილის სამედიცინო დასკვნის შედგენაში მონაწილებს. სმიტის განცხადებით, მესამე პრეზიდენტს დემენცია აქვს, რაც დიდი ალბათობით, ვერცხლისწყალთან და დარიშხანთანაა დაკავშირებული. მისი აზრით, სააკაშვილი “დასავლეთში სამკურნალოდ დაუყონებლივ უნდა გადაიყვანონ”.

მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი 29 დეკემბრისთვის გადაიდო. მოსამართლე გიორგი არევაძის თქმით, მოწმეების მიერ წარმოდგენილი ჩვენება ძირეულ მოკვლევას საჭიროებს.

ინგა ფუტკარაძე


უძველესი ცივილიზაციების ათეულში საქართველო მეორე ადგილს იკავებს

საქართველო მსოფლიო ტურიზმის დღისთვის მზადებას იწყებს

გაეროს გენერალურმა ასამბლეამ ოკუპირებული აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა სტატუსის შესახებ რეზოლუცია მიიღო

,, თუ ადამიანს უწერია სიკვდილი მამულისათვის, ეს ბედნიერებაა!“- გმირთა მოედანზე გენო ადამიას ბიუსტი დაიდგა

გიორგი მიქაუტაძე საფრანგეთის ლიგა 2-ის საუკეთესო ფეხბურთელია

პოდკასტი