ცვლილებები საარჩევნო კოდექსში – ხელისუფლება და ოპოზიცია 10 საკითხზე შეთანხმდა
საქართველოს პარლამენტმა საარჩევნო კოდექსში ცვლილებები შეიტანა. კოდექსში შესულ 20-მდე ცვლილებას მხარი 96-მა დპუტატმა დაუჭირა.
ცვლილებები შევიდა ,,მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების შესახებ“ ორგანულ კანონშიც. მმართველ პარტიას ,,ქართულ ოცნებასა“ და ოპოზიციასთან ( ,,ლელო“, ,,სტრატეგია აღმაშენებელი“, ,,ნაციონალური მოძრაობა“) შეთანხმება 10 საკითხზე მოხერხდა.
რა იცვლება საარჩევნო კოდექსში? – საქართველოში 2024 წელს არჩევნები ელექტრონული სისტემით ჩატარდება, თუმცა არა ყველა რაიონსა და საარჩევნო უბანში.
ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებაზე კი კონტროლი გამკაცრდება. ცვლილებები ეხება ადგილობრივ დამკვირვებლებთან დაკავშირებით შეზღუდვების გამკაცრებას, საარჩევნო კამპანიის დაფინანსების წესების დარღვევისთვის პასუხისმგებლობის დაკისრების ხანდაზმულობისა და არასაარჩევნო პერიოდში ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე რეაგირების ვადას.
შეგახსენებთ, რომ საარჩევნო რეფორმის მიღება ევროკავშირის 12 რეკომენდაციიდან ერთ-ერთი იყო.
,,ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მისაღებად ხელისუფლება გაითვალისწინებს ეუთო-ოდირის, ევროპის საბჭოსა და ვენეციის კომისიის დასკვნებს საარჩევნო სისტემაზე“ – წერია 12 პუნქტში.
ცნობისათვის, საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსზე პასუხს დეკემბერში ელოდება. მიმდინარე წლის ზაფხულში, საქართველოს უკრაინისა და მოლდოვასგან განსხვავებით, ევროკომისიამ მხოლოდ ევროპული პერსპექტივა მიანიჭა.
ინგა ფუტკარაძე