პარლამენტმა „ერუშეთის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ” კანონპროექტი მიიღო

საქართველოს პარლამენტმა „ერუშეთის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ” საქართველოს კანონპროექტი მესამე მოსმენით მიიღო. ცვლილება ერუშეთის ეროვნულ პარკში განხორციელებული სადემარკაციო სამუშაოების შედეგად იქნა შეტანილი. კანონპროექტი საქართველოს პარლამენტს  გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, ნინო თანდილაშვილმა წარუდგინა.

ერუშეთის ეროვნული პარკი ახალციხის და ასპინძის მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე 2021 წელს დაარსდა. დემარკაციის შედეგად დაზუსტდა დაცული ტერიტორიების საზღვრები, გაიმიჯნა საზღვრებში მოხვედრილი მოსახლეობის დაურეგისტრირებელი მიწის ნაკვეთები, დაცული ტერიტორიისთვის არატიპიური ინფრასტრუქტურული ობიექტები და, ასევე, კერძო საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთები.

ზუსტი საზღვრების დადგენა ადგილობრივ მოსახლეობას შესაძლებლობას აძლევს საკუთრებაში დაირეგისტრირონ და სურვილისამებრ განკარგონ მათ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთები, რომლებიც ეროვნული პარკის გაფართოების შედეგად პარკის საზღვრებში იყო მოხვედრილი.

აღსანიშნავია, რომ სადემარკაციო სამუშაოები ყოველი ახალი დაცული ტერიტორიის შექმნის ან გაფართოების შემდეგ ხორციელდება.


დაცული ტერიტორია, სადაც სრულიად განსხვავებულ სამყაროში აღმოჩნდებით

სახელმწიფო ნაკრძალი კახეთში, რომლის ანალოგიც საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ არ მოიპოვება

სათაფლია – ადგილი, რომელიც ისტორიულ-კულტურული მნიშვნელობის ძეგლებითა და გასაოცარი სანახაობითაა გამორჩეული

საქართველოში პირველად, დაცული ტერიტორიების შესახებ საერთაშორისო სამიტი გაიმართება

გახდება თუ არა ავტომფლობელთა სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაზღვევა სავალდებულო

პოდკასტი