სათაფლია – ადგილი, რომელიც ისტორიულ-კულტურული მნიშვნელობის ძეგლებითა და გასაოცარი სანახაობითაა გამორჩეული

იმერეთის მღვიმეების დაცული ტერიტორიები კომპლექსური დაცული ტერიტორიაა, რომელიც წყალტუბოს, ხონის, თერჯოლისა და ტყიბულის მუნიციპალიტეტს მოიცავს.

იმერეთის მღვიმეების დაცული ტერიტორიების საერთო ფართობი 439, 08 ჰა-ს შეადგენს და სათაფლიის ნაკრძალს (330 ჰა), სათაფლიის აღკვეთილს (34 ჰა), პრომეთეს მღვიმის ბუნების ძეგლსა (46,6 ჰა) და კიდევ 15 ბუნების ძეგლს აერთიანებს. ადმინისტრაციული შენობა სათაფლიის აღკვეთილის ტერიტორიაზე მდებარეობს.

იმერეთის მღვიმეების დაცული ტერიტორიების ადმინისტრაცია, სათაფლიის ნაკრძალის ბაზაზე, 2007 წელს შეიქმნა. შექმნის ისტორია  1935 წელს, სათაფლიას ნაკრძალის შექმნით იწყება. მის შექმნას საფუძვლად  მხარეთმცოდნის და პედაგოგის, პეტრე ჭაბუკიანის მიერ 1925 წელს სათაფლიას მღვიმისა და 1933 წელს დინოზავრების ნაკვალევის აღმოჩენა დაედო.

აღსანიშნავია, რომ იმერეთის მღვიმეების დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციას სათაფლიის აღკვეთილს, პრომეთეს მღვიმის ბუნების ძეგლზე, ნავენახევის და საწურბლიას ბუნების ძეგლებზე ერთ-ერთი ყველაზე კეთილმოწყობილი ინფრასტრუქტურა გააჩნია.

სათაფლიას აღკვეთილის ინფრასტრუქტურა  მნახველთა ცენტრს, დინოზავრის ნაკვალევის საკონსერვაციო ნაგებობას, საგამოფენო დარბაზს, შუშის პანორამულ გადასახედს, კაფეებს, სუვენირების მაღაზიებს, კეთილმოწყობილ მღვიმესა და მარკირებულ ბილიკებს მოიცავს. აქ მნახველებს შეუძლიათ დინოზავრის გაქვავებული ნაკვალევი, კარსტული მღვიმე, კლდის ბილიკი, კოლხური ტყე და პანორამული გადასახედები მოინახულონ.

სათაფლიის ნაკრძალის ფართობი შეადგენს (330 ჰა), რომელიც მთლიანად  საშულო მთის სიმაღლის კოლხური ტყის ლანდშაფტით,  ფლორისა და ფაუნის უნიკალური კოლხური წარმომადგენლებითაა წარმოდგენილი.

ნაკრძალი კომპლექსური ხასიათისაა და  გეოლოგიურ, პალეონტოლოგიურ, სპელეოლოგიურ, ზოოლოგიურ და ბოტანიკურ ძეგლებს შეიცავს. რელიეფი მთაგორიანია.  ნაკრძალის 95% დაფარულია რელიქტური კოლხური ტიპის ტყით.

ნაკრძალის ტერიტორია მდიდარია კარსტრული მღვიმეებით, რომლებიც მდინარე ოღასკურის მიერ 30 მილიონი წლის განმავლობაში იქმნებოდა. აქვე აღმოჩენილია მტაცებელი და ბალახიჭამია დინოზავრების 200-მდე ნაკვალევი, რომლებიც მერგელოვან კირქვებზეა აღბეჭდილი. ნაკრძალში არის ბიოსპელეოლოგიური მუზეუმი.

სათაფლია  „თაფლის ადგილს“ ნიშნავს. სახელწოდება  სათაფლიის მთისაგან წარმოიშვა, რომელმაც სახელი  მთაში მცხოვრები ფუტკრებისაგან, თაფლის შეგროვების ძველი ტრადიციისგან მიიღო.


დაცული ტერიტორია, სადაც სრულიად განსხვავებულ სამყაროში აღმოჩნდებით

სახელმწიფო ნაკრძალი კახეთში, რომლის ანალოგიც საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ არ მოიპოვება

პარლამენტმა „ერუშეთის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ” კანონპროექტი მიიღო

საქართველოში პირველად, დაცული ტერიტორიების შესახებ საერთაშორისო სამიტი გაიმართება

საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე 6 სახელმწიფო ნაკრძალია

პოდკასტი