მეტროსადგური “ახმეტელი” – ტრანსპორტის უკიდეგანო რიგში

თბილისის მეტროსადგურებთან მგზავრთა უკიდეგანო რიგები პიკის საათებში, განსაკუთარებით კი დილით, ბუნებრივ მოვლენად იქცა.

დღეს, დილით მეტროსადგურ “ახმეტელის თეატრის” შესასვლელთან უზარმაზარი რიგი იდგა. თბილისის მოსახლეობა, რომელსაც სამსახურებში თუ სასწავლებლებში ეჩქარებოდა, თავის რიგს ქუჩაში ელოდებოდა.

როგორც მედია სააგენტო “24”-ს “თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში” განუმარტეს, მოსახლეობის უდიდესი ნაკადის მიზეზი მეტროს ტურნიკეტების ტექნიკური ხარვეზი იყო, რამაც მგზავრთა გადაადგილების შეფერხება გამოიწვია.

“24-“-ის კითხვაზე, თუ რა სტრატეგია აქვს კომპანიას და როგორ აპირებენ ამ ყოველდღიური პრობლემის აღმოსაფხვრას, “თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში” აცხადებენ, რომ მეტროსადგურ “ახმეტელის თეატრის” ფოიეში ტურნიკეტების დამატებას გეგმავენ.

ინგა ფუტკარაძე


უძველესი ცივილიზაციების ათეულში საქართველო მეორე ადგილს იკავებს

საქართველო მსოფლიო ტურიზმის დღისთვის მზადებას იწყებს

გაეროს გენერალურმა ასამბლეამ ოკუპირებული აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა სტატუსის შესახებ რეზოლუცია მიიღო

,, თუ ადამიანს უწერია სიკვდილი მამულისათვის, ეს ბედნიერებაა!“- გმირთა მოედანზე გენო ადამიას ბიუსტი დაიდგა

გიორგი მიქაუტაძე საფრანგეთის ლიგა 2-ის საუკეთესო ფეხბურთელია

პოდკასტი