სოფელ პატარძეულთან ნავთობის ახალი საბადო აღმოაჩინეს

ბრიტანული ნავთობმომპოვებელი კომპანია ,,ბლოკ ენერჯის’’ ინფორმაციით, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ პატარძეულთან მდებარე, აქამდე დაუმუშავებელ ტერიტორიაზე ნავთობის მაგარი აღმოჩნდა.

აღნიშნული კომპანია ნავთობსა და ბუნებრივ აირს დღეისთვის პატარძეულის, ნორიოს და საცხენისის საბადოებზე მოიპოვებს.

აღმოჩენა პატარძეულის საბადოს სამხრეთ-დასავლეთით მდებარე JSR-01 DEEP ჭაბურღილის ტესტირების პროგრამის ფარგლებში მოხდა. JSR-01 DEEP-ით, JSR-01 ჭაბურღილთან შედარებით 470 მეტრზე ღრმად, დახრილი კუთხით გაიბურღა, რამაც სხვადასხვა ზონის ტესტირებისა და დარჩენილი ნავთობის პოტენციალის შეფასების საშუალება გახადა შესაძლებელი.

აღსანიშნავია, რომ ,,ბლოკ ენერჯი’’ აღმოსავლეთ საქართველოში ნავთობისა და ბუნებრივი აირის მოპოვების ლიცენზიას 2020 წლიდან ფლობს. ბოლო მონაცემებით, კომპანიის JSR-01 DEEP ჭაბურღილის დღიური წარმადობა 45 ბარელია.

თაკო ბოკუჩავა


მეტროსადგურ „ისნის“ მიმდებარე ტერიტორიაზე ტრანსპორტის გადაადგილება რამდენიმე დღით შეიზღუდება

თბილისში XIX-XX საუკუნეების აკლდამები აღმოაჩინეს

თიანეთი-ახმეტა-ყვარელი-ნინიგორის საავტომობილო გზის რეაბილიტაცია დაიწყო

წერეთლის გამზირის რეაბილიტაცია იწყება, ტრანსპორტის მოძრაობა პერიოდულად შეფერხდება

ნიუ-იორკში ავტომობილების მრავალსართულიანი პარკინგი ჩამოინგრა (ფოტო)

პოდკასტი