მოგონება – გალაკტიონისა და ოლღას დისტანციური სიყვარულიდან

ოლღა ოკუჯავა და გალაკტიონ ტაბიძე

გალაკტიონ ტაბიძემ და ოლია ოკუჯავამ, 1916 წლის 23 აგვისტოს იქორწინეს. თუმცა, სამწუხაროდ, ამ დიდი პოტენციალის მქონე წყვილის თანაცხოვრება, ხანმოკლე და ეპიზოდური აღმოჩნდა. ახალდაქორწინებულები მოსკოვში გაემგზავრნენ. პოეტს ძალიან უნდოდა სწავლის გაგრძელება, მაგრამ ვერ მოახერხა. ოლღამ კი, სამსახურიც მალე იშოვა და უმაღლეს პოლიტიკურ კურსებზეც ჩაირიცხა.

გალაკტიონი იძულებული გახდა, რომ ქუთაისში დაბრუნებულიყო. საყვარელ მეუღლესთან განშორება, პოეტისთვის კიდევ უფრო მეტი დარდის საფუძველი გახდა, რაც მის შემოქმედებაზეც მკაფიოდ აისახა. მეუღლეებისთვის ერთადერთი საკონტაქტო წყარო, წერილები გახდა, რომელსაც დიდი ხნის განმავლობაში იყენებდნენ.

გთავაზობთ ერთ-ერთ წერილს, რომელიც ბუმბერაზი პოეტის მიერ, საყვარელი მეუღლის მიმართ, სწორედ 26 დეკემბერს, უდიდესი სიყვარულითა და სიფაქიზითაა დაწერილი.

„ოლია! როდესაც ჩამოვალ, უსათუოდ ერთად უნდა ვიცხოვროთ. აქედან წამოვიღებ რამე-რამეებს… ტანისამოსი გინდა შენ, დედოფალო! არ ვიცი, შეიძლება თუ არა იანვრიდან შანიავსკის უნივერსიტეტში ჩაწერა? ეს აუცილებლად საჭიროა სტიპენდიისთვის. მე ვოცნებობ ჩვენ ერთად ყოფნაზე, პატარა ბავშვზე. განა კარგი არ არის? აჰ, ნეტავი კარგად მოვეწყობოდეთ… მე ამისი იმედი მაქვს. Будем жить при певаючи. ა? ა? ა? კარგია, კარგი ცხოვრება. ცხოვრებას ჭკვიანად უნდა მობყრობა. ცხოვრება მიდის“.

1916 წლის 26 დეკემბერი.

გალაკტიონ ტაბიძის წერილი ოლია ოკუჯავას.

სალომე ხომასურიძე


უძველესი ცივილიზაციების ათეულში საქართველო მეორე ადგილს იკავებს

პირველი სრული გამოცემა კავკასიის ისტორიის შესახებ უკვე ხელმისაწვდომია

საქართველო მსოფლიო ტურიზმის დღისთვის მზადებას იწყებს

გაეროს გენერალურმა ასამბლეამ ოკუპირებული აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა სტატუსის შესახებ რეზოლუცია მიიღო

“ქობულეთს სათვალის საკუთარი ბრენდი ჰქონდა” – მოგონებები ძველ ქალაქზე

პოდკასტი