ჰაეროვანი, ფაფუკი, უგემრიელესი კრემი საახალწლო ნამცხვრებისთვის

საახალწლო სამზადისი ქართულ ოჯახებში, ძირითადად ტკბილეულით იწყება. დიასახლისის ხელით მომზადებულ გოზინაყსა და ფელამუშს, ტკბილ სუფრაზე გვერდს, სულ მცირე, სამი სახეობის ნამცხვარი უმშვენებს ხოლმე.

გთავაზობთ რეცეპტს, თუ როგორ მოვამზადოთ ჰაეროვანი კრემი საახალწლო ნამცხვრებისთვის

კარაქი – 300.00 გრ
მოუხარშავი შესქელებული რძე – 1.00 ქილა
შაქარი – 200.00 გრ
კვერცხის გული – 4.00 ცალი

კვერცხის გული და შაქარი ათქვიფეთ მიქსერით, გათეთრებამდე, შემდეგ დაამატეთ შესქელებული რძე და ათქვიფეთ ისევ კარგად, გადმოიტანეთ ქვაბში და დადგით დაბალ ცეცხლზე.

სრული მორევით მიიყვანეთ ადუღებამდე და გადმოდგით, კრემი გააცივეთ ოთახის ტემპერატურაზე.

კარაქი ათქვიფეთ გათეთრებამდე და შემდეგ დაამატეთ წინასწარ მომზადებული მოხარშული კრემი. თქვიფეთ10 წუთით.

კრემი გამოდის ჰაეროვანი, ფაფუკი და ძალიან კარგი.


უძველესი ცივილიზაციების ათეულში საქართველო მეორე ადგილს იკავებს

საქართველო მსოფლიო ტურიზმის დღისთვის მზადებას იწყებს

გაეროს გენერალურმა ასამბლეამ ოკუპირებული აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა სტატუსის შესახებ რეზოლუცია მიიღო

,, თუ ადამიანს უწერია სიკვდილი მამულისათვის, ეს ბედნიერებაა!“- გმირთა მოედანზე გენო ადამიას ბიუსტი დაიდგა

გიორგი მიქაუტაძე საფრანგეთის ლიგა 2-ის საუკეთესო ფეხბურთელია

პოდკასტი