ასანთის ღერებისგან შექმნილი საკრუიზო ლაინერი – ურთულესი კონსტრუქციების ახალგაზრდა ავტორი

19 წლის ბათუმელი ალექსანდრე აბუსელიძე ასანთის ღერებით ურთულეს კონსტრუქციებს აგებს. ალექსანდრემ ასანთის ღერებით კონსტრუქციების შექმნა, რამდენიმე წლის წინ დაიწყო და ახლა თავისი ახალი, ყველაზე მასშტაბური ნამუშევრის ფოტოებს გვიზიარებს.

Royal Caribbean-ის საკრუიზო ლაინერზე ალექსანდრე 3 თვის განმავლობაში მუშაობდა. კონსტრუქცია 100 000 ასანთის ღერისგან არის შექმნილი და მასზე ვერტმფრენი, ბაღი და რესტორანია განთავსებული.

,,დღეს დავასრულე ყველაზე მასშტაბურ და რთულ კონსტრუქციაზე მუშაობა. საკრუიზო ლაინერი აშენებულია 100 000 ასანთის ღერისგან ( 2230 კოლოფი). მოდელი – Royal Caribbean. გემზე განთავსებულია სკვერი, ვერტმფრენი, მანათობელი კონსტრუქცია, რესტორანი. დამჭირდა 3 თვე… აღნიშნულმა კონსტრუქციამ მოხსნა სიზუსტისა და ასანთის ღერების რაოდენობის ყველა წინამორბედი რეკორდი. გთხოვთ, შეაფასეთ!’’ – წერს ნიჭიერი ბათუმელი თავის ფეისბუქ გვერდზე.

თაკო ბოკუჩავა


თბილი სამოსი, საძილე ტომრები, ჰიგიენის საშუალებები… – თურქეთში გასაგზავნ დახმარებას საელჩო აგროვებს

2-წლიანი ძებნის შემდეგ, “საქართველოს ბანკზე” თავდამსხმელი ბადრი ესებუა დააკავეს

8 თებერვლის ამინდის პროგნოზი

“კიდევ 30 წელი დავკარგეთ, ეს ხელიდან გაშვებული შესაძლებლობაა” – რუსული კვალი ქართულ პოლიტიკაში

მიწისძვრისგან დასაცავად იაპონელებმა “მფრინავი სახლები” გამოიგონეს

პოდკასტი