Goal-ის ტოპში ლეგენდარულ ფეხბურთელებს შორის „კვარაც“ მოხვდა

ათწლეულების განმავლობაში ნაპოლი პირველად არის მრავალ ფრონტზე კონკურენტუნარიანი გუნდი და კვარაცხელიას ლიდერობით, მათი შესაძლებლობები უსაზღვრო გახდა.

ცნობილმა გამოცემა Goal-მა ევროპული საკლუბო სეზონის სიმბოლური თერთმეტეული შეადგინა, რომლებმაც გამოცემის აზრით, სეზონის პირველი წრე ყველაზე შთამბეჭდავად ჩაატარეს. თერთმეტეულში თანამედროვე ფეხბურთის ქართველი ვარსკვლავი ხვიჩა კვარაცხელია მოხვდა.

,, ახლა კი მივადექით ნაპოლის ქართველ ჯადოქარ კვარაცხელიას. 21 წლის ფეხბურთელმა, რომლის ტრანსფერიც ბათუმის დინამოდან სულ რაღაც 10 მილიონი ევრო დაჯდა, ნაპოლის შემადგენლობაში პირველი 17 მატჩი ფენომენალურად ჩაატარა და კლუბის სიმბოლოს, დიეგო მარადონას სახელიც – ,,კვარადონა’’ მოიპოვა. კვარაცხელია არის ახალი თაობის არაორდინალური და არაპროგნოზირებადი გარემარბი, რომელიც მთელი კონტინენტის მცველებს, წარმოდგენა არ აქვთ, როგორ შეაჩერონ, მათ შორის ტრენტ ალექსანდრ-არნოლდსაც, რომლის წინააღმდეგაც კვარამ დაუნდობლად ითამაშა, როდესაც ჩემპიონთა ლიგის პირველ მატჩში ნაპოლიმ ლივერპული – 4:1 დაამარცხა. ათწლეულების განმავლობაში ნაპოლი პირველად არის მრავალ ფრონტზე კონკურენტუნარიანი გუნდი და კვარაცხელიას ლიდერობით, მათი შესაძლებლობები უსაზღვრო გახდა’’, – წერს Goal-ი.

Goal-ის მიერ შედგენილი თერთმეტეული კი ასე გამოიყურება:

მეკარე: ბრის სამბა (ლანსი);

მცველები: კიმ მინ-ჯე (ნაპოლი), უილიამ სალიბა (არსენალი), კირან ტრიპიერი (ნიუკასლი), ჟოაო კანსელუ (მანჩესტერ სიტი);

ნახევარმცველები: ხვიჩა კვარაცხელია (ნაპოლი), კევინ დე ბრუინი (მანჩესტერ სიტი), ჯამალ მუსიალა (ბაიერნი);

თავდამსხმელები: ლიონელ მესი (პსჟ), ნეიმარი (პსჟ), ერლინგ ჰოლანდი (მანჩესტერ სიტი).

თაკო ბოკუჩავა


უძველესი ცივილიზაციების ათეულში საქართველო მეორე ადგილს იკავებს

საქართველო მსოფლიო ტურიზმის დღისთვის მზადებას იწყებს

გაეროს გენერალურმა ასამბლეამ ოკუპირებული აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა სტატუსის შესახებ რეზოლუცია მიიღო

,, თუ ადამიანს უწერია სიკვდილი მამულისათვის, ეს ბედნიერებაა!“- გმირთა მოედანზე გენო ადამიას ბიუსტი დაიდგა

გიორგი მიქაუტაძე საფრანგეთის ლიგა 2-ის საუკეთესო ფეხბურთელია

პოდკასტი