ქალებსა და კაცებს შორის სახელფასო სხვაობაა
![](https://24media.ge/wp-content/uploads/ekonomika.jpg)
საქართველოს სტატისტიკის სამსახურის თანახმად, საქართველოში კაცებსა და ქალებს შორის ყოველთვიური ხელფასის სხვაობა 21.4%-ია, საათობრივი სხვაობა კი 15.7%-ს შეადგენს.
ქალებსა და კაცებს შორის სახელფასო სხვაობა შემდეგ სფეროებში გამოვლინდა: მრეწველობა (30.6%-იანი სხვაობა ), მომსახურეობის სფერო ( 14%-იანი სხვაობა), სოფლის მეურნეობა (9.3%-იანი სხვაობა).
ამასთან, ყველაზე დიდი შესწორებული საათობრივი სხვაობა დაფიქსირდა ხელოსნების პოზიციაზე (46.4%), მენეჯერული საქმიანობა (40.4%).
ცნობისთვის, ორი სქესის წარმომადგენლებს შორის სახელფასო სხვაობა შრომით უთანასწორობას ასახავს, მათ შორის, ანაზღაურებას, ერთსა და იმავე პოზიციაზე ქალებისა და კაცების განსხვავებულ ხელფასს და ა.შ.
ინგა ფუტკარაძე
![](https://kinsta.com/wp-content/uploads/2020/06/leaderboard-1.png)
![](http://www.espressographics.com/html_graphics/Banner_300x100.gif)