თბილისის ბიუჯეტი 1.632 მლრდ ლარით განისაზღვრა

საკრებულომ ბიუჯეტი გუშინ, ხმათა უმრავლესობით დაამტკიცა.

თბილისის საკრებულომ დედაქალაქის 2023 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა. ბიუჯეტი 1.632 მილიარდი ლარი იქნება. საკრებულომ ბიუჯეტი გუშინ, ხმათა უმრავლესობით დაამტკიცა.

თბილისის ვიცე-მერის, ირაკლი ხმალაძის განცხადებით, თბილისელებისა და თბილისის კეთილდღეობისთვის ბიუჯეტიდან უფრო მეტი თანხაა გამოყოფილი. წინა წლის ბიუჯეტთან შედარებით, წელს თბილისელებისთვის 330 მილიონი ლარით მეტი ბიუჯეტი გამოიყო.

ბიუჯეტი სფეროების მიხედვით კი, ასე გადანაწილდა:

ინფრასტრუქტურული ღონისძიებები – 515 მლნ ლარი

ჯანდაცვის და სოციალური მიმართულება – 500 მლნ ლარი

გარემოს დაცვა – 198 მლნ ლარი

სატრანსპორტო პოლიტიკა– 286 მლნ ლარი

ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების დაფინანსება – 39 მლნ ლარი

მუნიციპალური ბაღები -171 მლნ ლარი

ავარიული შენობების გამაგრება და ჩანაცვლების პროგრამა -32 მლნ ლარი

გარდამავალი პროექტები – 115 მლნ ლარი

ინგა ფუტკარაძე


პარლამენტმა „ერუშეთის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ” კანონპროექტი მიიღო

უძველესი ცივილიზაციების ათეულში საქართველო მეორე ადგილს იკავებს

,,საქართველო არასოდეს დაიჩოქებს მტრის წინაშე“- საპარლამენტო უმრავლესობის წევრებმა შინდისის გმირების მემორიალი გვირგვინით შეამკეს

ცხოველთა წამებისა და მათდამი სასტიკი მოპყრობის ფაქტებზე, სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა გამკაცრდა

დაექვემდებარება თუ არა ელექტრო გაყვანილობებისა და ელექტრო დანადგარების მოწყობა-სამონტაჟო სამუშაოები ლიცენზირებას

პოდკასტი