ხაჭაპურის ინდექსის ისტორიული მაქსიმუმი

ხაჭაპურის ინდექსის ისტორიული მაქსიმუმი დაფიქსირდა – წელს საქართველოში ხაჭაპურის მომზადება 26.1 %-ით გაძვირდა. იმერული ხაჭაპურის მომზადების საშუალო ღირებულება 6.99 ლარია, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 26.1 %-ით მეტია.

კერძოდ, წინა წელთან შედარებით გაძვირდა: ყველი 27.4 %-ით, კვერცხი – 8. 6%-ით, ფქვილი – 13.3%-ით, რძე – 20 %-ით, საფუარი 15.1 %-ით.

რაც შეეხება გეოგრაფიულ ჭრილს, ხაჭაპურის ინდექსის კუთხით, ფასების ზრდა ყველაზე მეტად დაფიქსირდა თბილისში 28, 9%-ით, ქუთაისში 14, 1%-ით, ბათუმში 21.8%-ით, თელავში 22, 4 %-ით. შედეგად, მიუხედავად, იმისა, რომ მერვე თვეა საერთაშორისო ფასები იკლებს, საქართველოში სურსათის ფასები ზრდას არ წყვეტს.

ცნობისათვის, ხაჭაპურის ინდექსი ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის მიერაა შემუშავებული. ის ქვეყანაში ინფლაციის დონეს ზომავს. ISET-ს ინფლაციის დასაანგარიშებლად მხოლოდ ხაჭაპურის გამოსაცხობად აუცილებელი ინგრედიენტები შეჰყავს. ესენია: ფქვილი, ყველი, საფუარი, რძე, კვერცხი, კარაქი.

ამასთან, ინდექსი მოიცავს გაზისა და ელექტროენერგიის ხარჯებს. შეგახსენებთ, რომ ნოემბერში, ხაჭაპურის ინდექსის ზრდამ 27. 3% შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდზე 27.3 %-ით მეტი იყო.

ინგა ფუტკარაძე


უძველესი ცივილიზაციების ათეულში საქართველო მეორე ადგილს იკავებს

საქართველო მსოფლიო ტურიზმის დღისთვის მზადებას იწყებს

გაეროს გენერალურმა ასამბლეამ ოკუპირებული აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა სტატუსის შესახებ რეზოლუცია მიიღო

,, თუ ადამიანს უწერია სიკვდილი მამულისათვის, ეს ბედნიერებაა!“- გმირთა მოედანზე გენო ადამიას ბიუსტი დაიდგა

გიორგი მიქაუტაძე საფრანგეთის ლიგა 2-ის საუკეთესო ფეხბურთელია

პოდკასტი