გოზინაყი – ქართული სუფრის ტრადიციული საახალწლო ტკბილეულის მომზადების წესი
ახალი წლისთვის ყველა განსაკუთრებულად ემზადება. საახალწლო სუფრა, ქართულ ტრადიციაში, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომლის გამორჩეული წარმომადგენელი საახალწლო ტკბილეული – გოზინაყია.
გთავაზობთ რეცეპტს, თუ როგორ მოვამზადოთ უგემრიელესი საახალწლო ტკბილეული.
ნიგოზი – 1კგ
თაფლი – 700 გრამი
პირველ რიგში გატეხეთ კაკალი, საღი ლებნები მოათავსეთ ცხელ ტაფაზე და მსუბუქად მოხალეთ. როცა კანი მოცლას დაიწყებს, ცეცხლიდან გადმოდგით, გააგრილეთ და კანი გააცალეთ. კანგაცლილი ნიგოზი დაჭერით წვრილად.
თაფლი მოათავსეთ ცეცხლგამძლე ჭურჭელში, დადგით დაბალ ცეცხლზე და ხის კოვზით ურიეთ. ადუღეთ ათი წუთი და გადმოდგით. გაგრილების შემდეგ ისევ დადგით გაზქურაზე და კვლავ ათი წუთის დუღილის შემდეგ, გააგრილეთ. ასე გაიმეორეთ მესამედაც. შეამოწმეთ, მომზადდა თუ არა თაფლი: ჭიქაში ჩაასხით ცივი წყალი და თაფლის ერთი წვეთი ჩააწვეთეთ. თუ თაფლი გამაგრდა, ესე იგი მზად არის.
მომზადებულ თაფლს დაუმატეთ წინასწარ დაჭრილი ნიგოზი, კარგად მოურიეთ და მოშუშეთ სანამ ნიგოზი ოქროსფერი არ გახდება. მომზადებულ მასას გადმოვიღებთ ცივი წყლით დასველებულ ხის დაფაზე და სველი საბრტყელებლით გადავანაწილებთ. გაგრილებულ გოზინაყს დავჭრით სასურველ ზომებად.
თაკო ბოკუჩავა