გოზინაყის ტრადიცია 155 წლის წინანდელი „დროების“ საახალწლო ფელეტონიდან

აღსანიშნავია, რომ ქართველი ხალხის ძველი რელიგიის რწმენა-წარმოდგენით, თაფლი და ნიგოზი წმინდა საკვებად ითვლებოდა.

ქართული საახალწლო სუფრის ერთ-ერთი აუცილებელი ატრიბუტი გოზინაყია, რომელიც წვრილად დაჭრილი და თაფლში მოხარშული ნიგვზისგან კეთდება. ზოგიერთ შემთხვევაში კი, მის მოსამზადებლად, ნუშსა და თხილსაც იყენებენ.

აღსანიშნავია, რომ ქართველი ხალხის ძველი რელიგიის რწმენა-წარმოდგენით, თაფლი და ნიგოზი წმინდა საკვებად ითვლებოდა.

გთავაზობთ გოზინაყის კეთების ტრადიციას, 155 წლის წინანდელი გაზეთ „დროების“ საახალწლო ფელეტონიდან:

„ქრისტეშობის 31-ია. აი, ზარები დარეკეს… ნუშსა და ნიგოზს არჩევენ. თაფლი დილიდანვე უყიდნიათ. აი, აგერ დასამხრდა, სანთლები აანთეს, ზედადგარი შედგეს ბუხარში და თაფლით ქვაბი შესდგეს ზედა. თქვენ ბუხარს ახვევიხართ და მოუთმენლობითა დნებით, როდის იქნება, ერთი თაფლმა მოიწიოს, რომ ნუში ან ნიგოზი ჩაუშვან, მაგრამ სად არის! დედილოს უჭირავს ჩამჩა და მალ-მალე შინჯავს თაფლსა, უბერავს, რომ გააციოს და შინჯავს ხელით. მოიწია თუ არა, თან ჯავრობს, რომ ამისთანა თაფლი არ მინახავს, ღმერთი უწყრება, არ ეშველაო. თუმცა, კი იქნება აგერ ეს ოცდამეცხრამეტე წელიწადია გოზინაყის მოხარშვაზე, სულ ასე იცის ლაპარაკი. აი, ამოვიდა თაფლი, გადმოდგეს ზედადგარიდამ, აი, შესდგეს კიდევ, მოურიეს და შინჯავენ და ბოლოს ჩაჰყარეს ნიგოზი, აურიეს კარგად, ამოიღეს, დაასხეს სინებზე… ახლა ნუში ჩაჰყარა, ახლა დაასხა სინზე. და ბოლოს ფანჯრებში დააწყეს და ყველა წელში გასწორდა და გულის ფანცქალი დაუმშვიდდა, რომ თაფლი არ დაიწვა და გოზინაყი აგერ, სადაცაა ვახშამზე მზათ იქნება“.

გაზეთი „დროება“, 1868 წლის 5 (17) იანვარი.

სალომე ხომასურიძე


უძველესი ცივილიზაციების ათეულში საქართველო მეორე ადგილს იკავებს

საქართველო მსოფლიო ტურიზმის დღისთვის მზადებას იწყებს

გაეროს გენერალურმა ასამბლეამ ოკუპირებული აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა სტატუსის შესახებ რეზოლუცია მიიღო

,, თუ ადამიანს უწერია სიკვდილი მამულისათვის, ეს ბედნიერებაა!“- გმირთა მოედანზე გენო ადამიას ბიუსტი დაიდგა

გიორგი მიქაუტაძე საფრანგეთის ლიგა 2-ის საუკეთესო ფეხბურთელია

პოდკასტი