თბილისის ოპერის თეატრში, ილია II-ის საიუბილეო გალა-კონცერტი გაიმართა

ზაქარია ფალიაშვილის სახელობის თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის აღსაყდრებიდან 45 და დაბადებიდან 90 წლის იუბილეს აღსანიშნავად, საზეიმო გალა-კონცერტი გაიმართა.

საქართველოს მთავარ მუსიკალურ თეატრში, რომლის ისტორიაც 172 წელს ითვლის, ღონისძიება საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით გაიმართა. კონცერტის სტუმრებმა, ჩვენი პატრიარქის ცხოვრებიდან, საინტერესო ბიოგრაფიული შტრიხები და ფრაგმენტები მოისმინეს. აღსანიშნავია, რომ საიუბილეო ღონისძიებას, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, მთავრობის სხვა წევრებთან ერთად ესწრებოდა.

კონცერტზე ასევე, კულტურის სფეროს წარმომადგენლები და წმინდა სინოდის წევრებიც იმყოფებოდნენ.

საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურმა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის სამადლობელი სიტყვა გამოაქვეყნა.

“ყველაფერი იწყება და ყველაფერი მთავრდება. მადლობელი ვარ თქვენი ყურადღებისათვის. უპირველეს ყოვლისა, მე ვმადლობ ჩემს მშობლებს, ღმერთს – პირველ რიგში. „მაუწყე მე, უფალო, გზაი რომელსაცა ვიდოდე”. ღმერთმა დაგლოცოთ, ღმერთმა დალოცოს სრულიად საქართველო!”, – ნათქვამია გავრცელებულ წერილში.

აღსანიშნავია, რომ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს 90 წელი შეუსრულდა. ილია მეორე, ერისკაცობაში ირაკლი ღუდუშაური-შიოლაშვილი, 1933 წლის 4 იანვარს დაიბადა. 1957 წლის 16 აპრილს სასულიერო აკადემიის II კურსის სტუდენტი, 24 წლის ირაკლი შიოლაშვილი, ბერად აღიკვეცა და სახელად წმინდა ელია წინასწარმეტყველის პატივსაცემად, ილია ეწოდა. 1977 წლის 23 დეკემბერს კი, ილია მეორე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად აირჩიეს და იმ დღიდან, თავისი სამშობლოსა და ხალხის კეთილდღეობისთვის იბრძვის.

სალომე ხომასურიძე

 

 


უძველესი ცივილიზაციების ათეულში საქართველო მეორე ადგილს იკავებს

პირველი სრული გამოცემა კავკასიის ისტორიის შესახებ უკვე ხელმისაწვდომია

საქართველო მსოფლიო ტურიზმის დღისთვის მზადებას იწყებს

გაეროს გენერალურმა ასამბლეამ ოკუპირებული აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა სტატუსის შესახებ რეზოლუცია მიიღო

“ქობულეთს სათვალის საკუთარი ბრენდი ჰქონდა” – მოგონებები ძველ ქალაქზე

პოდკასტი