როგორ “დაწყევლა” ექვთიმე თაყაიშვილმა ქართველები – საჩხერეში 1 ყუთი ძვირფასი ნივთები დააკლდა

1862 წლის 5 იანვარს, სოფელ ლიხაურში აზნაურმა, სიმონ თაყაიშვილმა მეოთხე შვილის დაბადება გაიგო, მაგრამ აივანზე არ გასულა და თოფი არ უსვრია, რაც გურიაში წესად ჰქონდათ. ორიოდე დღეში მძიმე ავადმყოფობისგან გარდაიცვალა კიდეც.

ექვთიმესთვის ძალზედ მნიშვნელოვანი გახლდათ იმ ღირსშესანიშნავი ნივთებისა თუ ფრესკების დაბრუნება სამშობლოში, რომელიც გაფანტული იყო სხვა მიწებზე. საქართველოს წარსულის ძეგლები მიმოფანტული იყო და განწირული დასაღუპავად:

“დაწყევლილი მყავდა ყოველი ქართველი, რომელიც ისტორიულ ნივთს სამშობლოს დაუკარგავდა.”

236 ყუთი, 12 ტომარა და 1 კალათა მოგროვდა, სიჩქარეში ერთი ყუთი დააკლდა, ჩანაწერებში ნახა რომ ამ ყუთში ყველაზე ძვირფასი საეკლესიო ნივთები იყო, თავზარი დაეცა.. არსად წასვლა არ უნდოდა, მაგრამ საათები კი არა, წუთებიღა იყო დათვლილი, დილით წითელი არმია შევიდოდა ქალაქში და ყველაფერს დაკარგავდა.. გულდამძიმებული იყო.

მიხეილ ჭიაურელის მოგონება:

“გავიცანით ექვთიმე თაყაიშვილი, აი, კაცი სუფთა უმწიკვლო, რომლისთვისაც სხვა არაფერი არ არსებობდა გარეშე თავისი ტურფა, ტკბილი საქართველოსი. აი, ეს გრძნობები, მალე ჩანერგა ჩვენში და ჩვენ უკვე მზად ვიყავით, საცა უნდა მიეთითებინა წავსულიყავით მასთან ერთად.”

ექვთიმეს კითხეს, – საქართველოში ხომ არ დაბრუნდებითო? – მსურს ჩემი ძვლები საქართველოში დაიმარხოსო.
ყოყმანი შეატყვეს და უპასუხა, – შვილო ტიტველი ვარ, ასე როგორ წამოვიდე სამშობლოშიო.

1944 წლის 11 აპრილს დასრულდა 24-წლიანი ლტოლვილობა, 82 წლის ექვთიმე თაყაიშვილი სამშობლოში დაბრუნდა და ეროვნული საუნჯეც ჩამოიტანა. თბილისში თვალცრემლიანმა გზაში თანამგზავრებს მიმართა:

“ახლა შემიძლია ვთქვა, რომ შევასრულე ჩემი ვალი, არ მაქვს უფლება ჩემს ბედს დავემდურო..
“ცა-ფირუზ, ხმელეთ-ზურმუხტო,
ჩემო სამშობლო მხარეო,
სნეული დავბრუნებულვარ,
მკურნალად შემეყარეო!”

ექვთიმე თაყაიშვილის შესახებ ამ საინტერესო ინფორმაციას ფეისბუქ მომხმარებელი მაია ებრალიძე გვიზიარებს.

ასევე წაიკითხეთ:
ქართული საგანძურის მცველის, ექვთიმე თაყაიშვილის დაბადებიდან 161 წელი გავიდა


უძველესი ცივილიზაციების ათეულში საქართველო მეორე ადგილს იკავებს

პირველი სრული გამოცემა კავკასიის ისტორიის შესახებ უკვე ხელმისაწვდომია

საქართველო მსოფლიო ტურიზმის დღისთვის მზადებას იწყებს

გაეროს გენერალურმა ასამბლეამ ოკუპირებული აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა სტატუსის შესახებ რეზოლუცია მიიღო

“ქობულეთს სათვალის საკუთარი ბრენდი ჰქონდა” – მოგონებები ძველ ქალაქზე

პოდკასტი