მართლმადიდებლური სამყაროს უდიდესი მოვლენა – სარკმელთან ანთებული სანთლის საიდუმლო

შობის ღამეს, ვირწმუნოთ ნამდვილი სასწაულების. ყველაზე დიდი სასწაული ხომ თვითონ შობაა. სწორედ შობის ღამეს მოხდა მიწის ზეცასთან შეერთება, დაკარგული იმედის დაბრუნება, მივიწყებული სამოთხის მოძიება და ადამიანის ღმერთთან დაბრუნება.

შობის დღესასწაული მართლმადიდებლური სამყაროს უდიდესი და გამორჩეული მოვლენაა, რომელსაც ჩვენი, ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანა, ტრადიციულად, 7 იანვარს აღნიშნავს. ქრისტიანული სამყარო, ამ საუფლო დღესასწაულს, ყოველთვის განსაკუთრებულად ეგებება.

ადამიანები, ქრისტესშობასთან შესახვედრად, დიდი ხნით ადრე ემზადებიან და შობამდე, ორმოცი დღის განმავლობაში, მარხვასაც იცავენ. საშობაოდ, თითოეული მორწმუნე ადამიანი, საკუთარ სულს უღრმავდება, რათა შობის ღამით მათში ხელახლა იშვას მაცხოვარი.

ილია მეორის კურთხევით, უკვე წლებია, საქართველოში საოცარი ტრადიცია დამკვიდრდა: შობის ღამეს, ყველა ოჯახის სარკმელთან სანთელი უნდა აენთოს. ამგვარად, მორწმუნეები ღვთისმშობელს საკუთარ ოჯახებში იხმობენ. გარდა ამისა, სარკმელთან ანთებული სანთელი, მაცხოვრის შობასთან ერთად, ღამის წყვდიადის გაფანტვასაც განასახიერებს.

შობის ღამეს, ვირწმუნოთ ნამდვილი სასწაულების. ყველაზე დიდი სასწაული ხომ თვითონ შობაა. სწორედ შობის ღამეს მოხდა მიწის ზეცასთან შეერთება, დაკარგული იმედის დაბრუნება, მივიწყებული სამოთხის მოძიება და ადამიანის ღმერთთან დაბრუნება.

შობის ღამე ხომ სწორედ ის მყარი ხიდია, რომლითაც ადამიანები ძველი აღთქმიდან ახალ აღთქმაში გადადიან.

სალომე ხომასურიძე


უძველესი ცივილიზაციების ათეულში საქართველო მეორე ადგილს იკავებს

საქართველო მსოფლიო ტურიზმის დღისთვის მზადებას იწყებს

გაეროს გენერალურმა ასამბლეამ ოკუპირებული აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა სტატუსის შესახებ რეზოლუცია მიიღო

,, თუ ადამიანს უწერია სიკვდილი მამულისათვის, ეს ბედნიერებაა!“- გმირთა მოედანზე გენო ადამიას ბიუსტი დაიდგა

გიორგი მიქაუტაძე საფრანგეთის ლიგა 2-ის საუკეთესო ფეხბურთელია

პოდკასტი