9 იანვრის ამინდის პროგნოზი

9 იანვარს თბილისში თოვს. ჰაერის ტემპერატურა დღისით +2 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი -4 გრადუსია მოსალოდნელი

ქუთაისში +4 გრადუსი და თოვლიანი დღეა მოსალოდნელი, ღამით კი -2 გრადუსი იქნება. ითოვებს ოზურგეთშიც, სადაც დღისით ასევე +3 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი -2 გრადუსია ნავარაუდევი. ბათუმში დღისით ჰაერი +5 გრადუსამდე გათბება, ღამით კი -2 გრადუსი დაფიქსირდება. მოსალოდნელია თოვლი.

თოვლიანი დღე იქნება ფოთშიც, სადაც დღისით +6 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +0 გრადუსია მოსალოდნელი. ზუგდიდში დღისით ტემპერატურა +4 გრადუსს მიაღწევს, მოსალოდნელია თოვა, ღამით კი -3 გრადუსია ნავარაუდევი. +3 გრადუსია მოსალოდნელი დღისით სოხუმში, ღამით 0 გრადუსი დაფიქსირდება. ითოვებს.

მესტიაში უმეტესად თოვლიანი დღეა ნავარაუდები. დღისით -5 გრადუსია, ღამით კი -9 გრადუსი დაფიქსირდება. თოვს ამბროლაურშიც. ჰაერი დღისით 0 გრადუსამდე გათბება, ღამით კი -10 გრადუსი დაფიქსირდება.

თოვლია მოსალოდნელი ჭიათურაში, დღისით +1 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი -9 გრადუსი. ახალციხეში დღისით ჰაერი -2 გრადუსამდე გათბება, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა -15 გრადუსამდე დაიწევს. მოსალოდნელია თოვა.

თოვლია ბორჯომში, დღისით -3 ღამის ღამით კი -13 გრადუსი დაფიქსირდება. ბაკურიანში დღისით -5 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით -17 გრადუსი დაფიქსირდება. მოსალოდნელია თოვა.

გორში +1 გრადუსი და თოვლი იქნება დღისით, ღამის განმავლობაში კი -8 გრადუსი დაფიქსირდება. ცხინვალში დღისით ჰაერს ტემპერატურა 0 გრადუსი იქნება, ღამით კი -8 გრადუსი დაფიქსირდება. ითოვებს.

გუდაურშიც თოვლიანი დღეა მოსალოდნელი, დღისით -6 გრადუსია ნავარაუდევი, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა -13 გრადუსი იქნება. თოვლიანი დღეა მოსალოდნელი ომალოშიც, სადაც დღისით -7, ღამით კი -14 გრადუსი დაფიქსირდება.

ლაგოდეხში თოვლიანი დღე იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +3 გრადუსამდე გათბება, ღამით კი -4 გრადუსი დაფიქსირდება. თელავში დღისით +1 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი -7 გრადუსია ნავარაუდევი. ითოვებს.

გურჯაანშიც თოვლიანი დღე იქნება. დღისით +2 გრადუსი, ღამით კი -6 გრადუსი დაფიქსირდება. სიღნაღში +3 გრადუსი მოსალოდნელი, ღამით კი -7 გრადუსი დაფიქსირდება. ითოვებს

რუსთავში +3 გრადუსი და თოვლიანი დღეა მოსალოდნელი, ღამით კი -4 გრადუსი დაფიქსირდება.


უძველესი ცივილიზაციების ათეულში საქართველო მეორე ადგილს იკავებს

საქართველო მსოფლიო ტურიზმის დღისთვის მზადებას იწყებს

გაეროს გენერალურმა ასამბლეამ ოკუპირებული აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა სტატუსის შესახებ რეზოლუცია მიიღო

,, თუ ადამიანს უწერია სიკვდილი მამულისათვის, ეს ბედნიერებაა!“- გმირთა მოედანზე გენო ადამიას ბიუსტი დაიდგა

გიორგი მიქაუტაძე საფრანგეთის ლიგა 2-ის საუკეთესო ფეხბურთელია

პოდკასტი