9-12 იანვარს საქართველოში ამინდი გაუარესდება

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 9 -12 იანვარს საქართველოში ჰაერის ტემპერატურის მნიშვნელოვანი დაკლებაა მოსალოდნელი, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოში, ძლიერ თოვასაც უნდა ველოდოთ.

გარემოს ეროვნული სააგენტო იუწყება, რომ 10-12 იანვარს შავი ზღვის სანაპირო რაიონებში – ზემო იმერეთში, კოლხეთის დაბლობსა და გორი-სურამის გზის მონაკვეთზე, დროგამოშვებით აღმოსავლეთის მიმართულების ძალიან ძლიერი ქარი (32-34 მ/წმ) იქროლებს.

საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე კი, შესაძლებელია ნისლი, ქარბუქი, ხილვადობის გაუარესება, ლიპყინული, ელექტროგადამცემ ხაზებზე – შემოყინულობა.

„10-11 იანვარს, ღამის საათებში, დასავლეთ საქართველოს დაბლობში, ჰაერის ტემპერატურის -3, -5 გრადუსამდე მოსალოდნელმა დაწევამ, შესაძლებელია, გამოიწვიოს ციტრუსოვანი კულტურების (განსაკუთრებით, ლიმონის) დაზიანება, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში კი, ტემპერატურის -8, -10 გრადუსამდე დაწევამ, თოვლის საფარის გარეშე დარჩენილი საშემოდგომო ნათესების დაზიანება“, – ნათქვამია გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

სალომე ხომასურიძე


უძველესი ცივილიზაციების ათეულში საქართველო მეორე ადგილს იკავებს

საქართველო მსოფლიო ტურიზმის დღისთვის მზადებას იწყებს

გაეროს გენერალურმა ასამბლეამ ოკუპირებული აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა სტატუსის შესახებ რეზოლუცია მიიღო

,, თუ ადამიანს უწერია სიკვდილი მამულისათვის, ეს ბედნიერებაა!“- გმირთა მოედანზე გენო ადამიას ბიუსტი დაიდგა

გიორგი მიქაუტაძე საფრანგეთის ლიგა 2-ის საუკეთესო ფეხბურთელია

პოდკასტი