ქუთაისის პარლამენტის შენობაში ტექნოლოგიური ჰაბი შეიქმნება

პროექტის პარტნიორი, შესაძლოა, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი გახდეს

ქუთაისში, პარლამენტის შენობის ბაზაზე IT-ჰაბის შექმნა იგეგმება, რაც ათეულობით მილიონი აშშ დოლარის ინვესტიციის განხორციელებას გულისხმობს.

როგორც პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, პროექტს ქართული მხარე ებრაულ კომპანიასთან ერთად განახორციელებს, რომლებმაც გამოთქვეს სურვილი,  რომ ქუთაისის პარლამენტის წლების განმავლობაში უფუნქციოდ დარჩენილ შენობაში ახალი IT-ჰაბი შეიქმნას. პროექტის პარტნიორი, შესაძლოა, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი გახდეს.

პრემიერის თქმით, ეს იქნება  და არა მხოლოდ, ტექნოლოგიური ჰაბი, სადაც IT-სფეროში მომუშავე ახალგაზრდები დასაქმდებიან, არამედ ქართველ სტუდენტებს ხელს შეუწყობენ განვითარებაში.  

ირაკლი ღარიბაშვილის განმარტებით, ამ ეტაპზე, პარლამენტის შენობა, პრაქტიკულად უფუნქციოდაა დარჩენილი. ეს იდეა კი, IT- მიმართულების განვითარებისთვის, მაქსიმალურ ხელშეწყობას ისახავს მიზნად.

 ,,ვმუშაობთ ერთ ებრაულ კომპანიასთან, რომელიც გამოთქვამს სურვილს, რომ ქუთაისის პარლამენტის შენობის ბაზაზე, შეიქმნას ახალი IT-ჰაბი და არა მხოლოდ, ტექნოლოგიური ჰაბი, რომელიც მოიზიდავს, დაასაქმებს IT-სფეროში მომუშავე ახალგაზრდებს. ჩვენს ქართველ სტუდენტებს ხელს შეუწყობს განვითარებაში და აქაც რამდენიმე ათეული მილიონი დოლარის ინვესტიცია განხორციელდება. აქვე მინდა აღვნიშნო ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი, რომელიც შეიძლება იყოს ძალიან სერიოზული პარტნიორი ამ პროექტში“, – განაცხადა საქართველოს პრემიერმა.

სალომე ხომასურიძე


პარლამენტმა „ერუშეთის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ” კანონპროექტი მიიღო

უძველესი ცივილიზაციების ათეულში საქართველო მეორე ადგილს იკავებს

,,საქართველო არასოდეს დაიჩოქებს მტრის წინაშე“- საპარლამენტო უმრავლესობის წევრებმა შინდისის გმირების მემორიალი გვირგვინით შეამკეს

ცხოველთა წამებისა და მათდამი სასტიკი მოპყრობის ფაქტებზე, სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა გამკაცრდა

დაექვემდებარება თუ არა ელექტრო გაყვანილობებისა და ელექტრო დანადგარების მოწყობა-სამონტაჟო სამუშაოები ლიცენზირებას

პოდკასტი