ნიჩბისი-დიდგორი-დიდი თონეთის გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია
ნიჩბისი-დიდგორი-დიდი თონეთის გზაზე, ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია. ამის შესახებ ინფორმაციას, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
„რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო (თოვა, ნისლი), შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ნიჩბისი-დიდგორი-დიდი თონეთის საავტომობილო გზაზე, აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა“, – ნათქვამია საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ 9 -12 იანვარს, საქართველოში ჰაერის ტემპერატურის მნიშვნელოვანი დაკლებაა მოსალოდნელი. აღმოსავლეთ საქართველოში კი, უმეტესწილად, ითოვებს.
სალომე ხომასურიძე