საპენსიო სააგენტო, საპენსიო აქტივების ღირებულებისა და წმინდა ამონაგების ანგარიშებს აქვეყნებს

2023 წლის 10 იანვრის მდგომარეობით, მთლიანი საპენსიო აქტივების ღირებულება 2.97 მილიარდი ლარია, წმინდა ამონაგები კი, 438 მილიონ ლარს შეადგენს, – ამის შესახებ ინფორმაციას, საპენსიო სააგენტო ავრცელებს.

სააგენტო იუწყება, რომ საპენსიო სქემაში გაწევრიანებულთა რაოდენობა, 1 მილიონ 361 ათასი ადამიანს შეადგენს. ამჟამინდელი მდგომარეობით, დაგროვებითი პენსიით სხვადასხვა კატეგორიის 2 969-მა პირმა ისარგებლა. მათთვის გაცემული თანხა კი, 7 546 950.01 ლარს შეადგენს.

საპენსიო სააგენტო საინვესტიციო პორტფელის 2022 წლის დეკემბრის ანგარიშსაც აქვეყნებს, რომლის მიხედვითაც, საპენსიო ფონდის წმინდა ამონაგებმა, ფონდის გაშვებიდან (2019 წლის 1 იანვარი) 2022 წლის დეკემბრის ჩათვლით – 40.8%, ხოლო რეალურმა ამონაგებმა (ინფლაციის გათვალისწინებით), იმავე პერიოდში – 2.69% შეადგინა.

საპენსიო სააგენტო, 2022 წლის ანგარიშებსაც აქვეყნებს, რომლის მიხედვითაც, 2022 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, საპენსიო აქტივების წმინდა ღირებულება, 2.95 მლრდ ლარს შეადგენდა. აქედან, საინვესტიციო საქმიანობის შედეგად მიღებული წმინდა ამონაგები, 438 მილიონი ლარი იყო.

„საპენსიო ფონდმა 2022 წლის მარტის თვიდან დაიწყო აშშ დოლარის შესყიდვა და, 31 დეკემბრის მდგომარეობით, საინვესტიციო პორტფელის 18.8% განთავსებულია აშშ დოლარში, ხოლო 81.2% – ლარში. საინვესტიციო პორტფელის დეტალური სურათი ასე გამოიყურება: 2.0% განთავსებულია მიმდინარე სარგებლიან ანგარიშებზე, 16.2% – ადგილობრივ სახაზინო ობლიგაციებში, 10.5% – აშშ-ის სახაზინო ობლიგაციებში, 7.4% – გლობალურ აქციებში, 0.8% – ევროობლიგაციებში, 0.1% – ადგილობრივ კორპორაციულ ობლიგაციებში, ხოლო ადგილობრივ სადეპოზიტო სერტიფიკატებსა და ვადიან ანაბრებში, 63.0% არის განთავსებული“, – წერია საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო პორტფელის, 2022 წლის დეკემბრის ანგარიშში.

სალომე ხომასურიძე


უძველესი ცივილიზაციების ათეულში საქართველო მეორე ადგილს იკავებს

საქართველო მსოფლიო ტურიზმის დღისთვის მზადებას იწყებს

გაეროს გენერალურმა ასამბლეამ ოკუპირებული აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა სტატუსის შესახებ რეზოლუცია მიიღო

,, თუ ადამიანს უწერია სიკვდილი მამულისათვის, ეს ბედნიერებაა!“- გმირთა მოედანზე გენო ადამიას ბიუსტი დაიდგა

გიორგი მიქაუტაძე საფრანგეთის ლიგა 2-ის საუკეთესო ფეხბურთელია

პოდკასტი