12 იანვრის ამინდის პროგნოზი

12 იანვარს თბილისში თოვლია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით 0 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი -4 გრადუსია მოსალოდნელი.

ქუთაისში +6 გრადუსი და უნალექო დღეა მოსალოდნელი, ღამით კი +3 გრადუსი იქნება. უნალექო დღე იქნება ოზურგეთშიც, სადაც დღისით ასევე +12 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +2 გრადუსია ნავარაუდევი. ბათუმში დღისით ჰაერი +13 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +4 გრადუსი დაფიქსირდება.

უნალექო დღე იქნება ფოთშიც, სადაც დღისით +11 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +4 გრადუსია მოსალოდნელი. ზუგდიდში დღისით ტემპერატურა +11 გრადუსს მიაღწევს, მოსალოდნელია უნალექო დღე, ღამით კი +5 გრადუსია ნავარაუდევი. +11 გრადუსია მოსალოდნელი დღისით სოხუმში, ღამით +2 გრადუსი დაფიქსირდება.

მესტიაში უნალექო დღეა ნავარაუდები. დღისით +2 გრადუსია, ღამით კი -10 გრადუსი დაფიქსირდება. ამბროლაურში ჰაერი დღისით +9 გრადუსამდე გათბება, ღამით კი -5 გრადუსი დაფიქსირდება.

უნალექო დღეა მოსალოდნელი ჭიათურაში, დღისით +8 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი -2 გრადუსი. ახალციხეში დღისით ჰაერი +3 გრადუსამდე გათბება, ღამით კი ტემპერატურა -12 გრადუსამდე დაიწევს.

უნალექო დღე იქნება ბორჯომში, დღისით +2 ღამის ღამით კი -12 გრადუსი დაფიქსირდება. ბაკურიანში დღისით 0 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით -16 გრადუსი დაფიქსირდება.

გორში +2 გრადუსი და თოვლია მოსალოდნელი, ღამის განმავლობაში კი -4 გრადუსი დაფიქსირდება. ითოვებს ცხინვალშიც, დღისით ჰაერს ტემპერატურა +1 გრადუსი იქნება, ღამით კი -5 გრადუსი დაფიქსირდება.

გუდაურში თოვლიანი დღეა მოსალოდნელი, დღისით -2 გრადუსია ნავარაუდევი, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა -9 გრადუსი იქნება. თოვლიანი დღეა მოსალოდნელი ომალოშიც, სადაც დღისით -4, ღამით კი -12 გრადუსი დაფიქსირდება.

ლაგოდეხში თოვლიანი დღე იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +2 გრადუსი იქნება, ღამით კი -3 გრადუსი დაფიქსირდება. თელავში დღისით -2 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი -7 გრადუსია ნავარაუდევი. მოთოვს.

გურჯაანშიც თოვლიანი დღე იქნება. დღისით 0 გრადუსი, ღამით კი -5 გრადუსი დაფიქსირდება. სიღნაღში -1 გრადუსი მოსალოდნელი, ღამით კი -4 გრადუსი დაფიქსირდება. მოთოვს.

რუსთავში 0 გრადუსი და თოვლიანი დღეა მოსალოდნელი, ღამით კი -3 გრადუსი დაფიქსირდება.


უძველესი ცივილიზაციების ათეულში საქართველო მეორე ადგილს იკავებს

საქართველო მსოფლიო ტურიზმის დღისთვის მზადებას იწყებს

გაეროს გენერალურმა ასამბლეამ ოკუპირებული აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა სტატუსის შესახებ რეზოლუცია მიიღო

,, თუ ადამიანს უწერია სიკვდილი მამულისათვის, ეს ბედნიერებაა!“- გმირთა მოედანზე გენო ადამიას ბიუსტი დაიდგა

გიორგი მიქაუტაძე საფრანგეთის ლიგა 2-ის საუკეთესო ფეხბურთელია

პოდკასტი