ვახტანგ (ბუბა) კიკაბიძეს საკუთარი ანდერძის მიხედვით დაკრძალავენ

სახალხო არტისტს ხუთშაბათს ფილარმონიის დიდი საკონცერტო დარბაზიდან გამოასვენებენ და ბოლო გზაზე გააცილებენ.

ქართველ კინომსახიობსა და საესტრადო მომღერალს, სცენარისტს, კინორეჟისორსა და სიმღერების ავტორს, ვახტანგ (ბუბა) კიკაბიძეს, 19 იანვარს საკუთარი ანდერძის მიხედვით, ვერის სასაფლაოზე, ოჯახის წევრების გვერდით დაკრძალავენ.

სახალხო არტისტს ხუთშაბათს ფილარმონიის დიდი საკონცერტო დარბაზიდან გამოასვენებენ და ბოლო გზაზე გააცილებენ. მანამდე კი, სავარაუდოდ, ქაშვეთის ტაძარში გადაასვენებენ, სადაც სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართება.

შეგახსენებთ, რომ ესტრადის მომღერალი 15 იანვარს, 84 წლის ასაკში გარდაიცვალა. ბუბა კიკაბიძემ ქართველ ხალხს თავი განსაკუთრებით ისეთი უკვდავი ფილმებით დაამახსოვრა, როგორიცაა: ,,ვერის უბნის მელოდიები“, ,,მიმინო“, ,,არ დაიდარდო“ და სხვა უამრავი.

აღსანიშნავია, რომ კინომსახიობი 2020 წელს საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრი გახდა პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“.

ხაზგასასმელია ის ფაქტიც, რომ სამოქალაქო ომის დროს ბუბა კიკაბიძე საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას წინააღმდეგ იბრძოდა.

სალომე ხომასურიძე


უძველესი ცივილიზაციების ათეულში საქართველო მეორე ადგილს იკავებს

13 ივნისის ტრაგედიიდან 8 წელი გავიდა

საქართველო მსოფლიო ტურიზმის დღისთვის მზადებას იწყებს

გაეროს გენერალურმა ასამბლეამ ოკუპირებული აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა სტატუსის შესახებ რეზოლუცია მიიღო

,, თუ ადამიანს უწერია სიკვდილი მამულისათვის, ეს ბედნიერებაა!“- გმირთა მოედანზე გენო ადამიას ბიუსტი დაიდგა

პოდკასტი