“ასწავლეთ შვილებს გარემოზე ზრუნვა” – ვანდალიზმის მორიგი ფაქტი თბილისში

თბილისში მორიგი ვანდალური ფაქტი გლდანის IV და VI მიკრორაიონებს შორის არსებულ სკვერში მოხდა. დაზიანებულია სკვერის ინფრასტრუქტურა, სკამები და ბავშვებისთვის განკუთვნილი საქანელები.

ვანდალიზმის ამსახველ ფოტომასალას ფეისბუქის მომხმარებელი თინათინ დათუნაშვილი გვიზიარებს და მშობლებს მოუწოდებს, საკთარ შვილებს გარემოზე ზრუნვა ასწავლონ.

” ეს ერთ დროს მყუდრო, პაწაწუნა სკვერი მახსოვდა და დღეს, რომ გავიარე გული შემიწუხდა. ნეგატიური ინფორმაციით არ მოგაბეზრებთ თავს, ისედაც არ გვაკლია უბედურებები, არც ამის გამკეთებლის შეფასებას დავიწყებ, მაინც არაფერი ეშველებათ. უბრალოდ ახალგაზრდა, ჩემნაირ ჩვეულებრივ მშობლებს მინდა გთხოვოთ, ვისაც ჯერ კიდევ გისმენენ შვილები – ასწავლეთ თქვენს შვილს გარემოზე ზრუნვა, რომ როგორც სახლში არ უნდა დაყარონ ნაგავი და არ დალეწონ ავეჯი, ისე გარეთაც უნდა გაუფრთხილდნენ ყველაფერს… “, – წერს თინათინ დათუნაშვილი.

მის ამ სტატუსს, კომენტარის სახით, ბევრი ადამიანი გამოეხმაურა და აღნიშნეს, რომ ქალაქში ასეთი შემთხვევები საკმაოდ ბევრია. მაგრამ, ერთი ადამიანიც კი არ დასჯილა, ამ დროს, სავსეა სკვერები კამერებით, რომელთა შესაძენად ფული იხარჯება.

ლელა დევდარიანი


მეტროსადგურ „ისნის“ მიმდებარე ტერიტორიაზე ტრანსპორტის გადაადგილება რამდენიმე დღით შეიზღუდება

თბილისში XIX-XX საუკუნეების აკლდამები აღმოაჩინეს

თიანეთი-ახმეტა-ყვარელი-ნინიგორის საავტომობილო გზის რეაბილიტაცია დაიწყო

წერეთლის გამზირის რეაბილიტაცია იწყება, ტრანსპორტის მოძრაობა პერიოდულად შეფერხდება

ნიუ-იორკში ავტომობილების მრავალსართულიანი პარკინგი ჩამოინგრა (ფოტო)

პოდკასტი