მუდამ სხვის სახლში ცხოვრობდა, საკუთარ კერაზე ოცნებობდა – ზოგი რამ აკაკის ცხოვრებიდან

გთავაზობთ საინტერესო და ნაკლებად ცნობილ ფაქტებს, კლასიკოსი მწერლის ცხოვრებიდან. 

აკაკი წერეთელი მეუღლესთან და შვილთან ერთად

ისტორიამ, საკმაოდ ბევრი ცნობა შემოგვინახა თავისუფლების მოყვარულ მწერალზე, რომელსაც რუსეთის ჟანდარმერია მუდმივად მეთვალყურეობდა და რომლის ნამუშევრებზეც, მკაცრი ცენზურა ვრცელდებოდა. ვინ იქნებოდა ეს მწერალი, თუ არა ზემო იმერელი პოეტი, პუბლიცისტი და საზოგადო მოღვაწე, ამასთან, თერგდალეულების ერთ-ერთი ლიდერი, ბობოქარი აკაკი წერეთელი.

საყოველთაოდ ცნობილია, რომ ქართველი მგოსანი, 1840 წელს დაიბადა, თუმცა, იმერეთის სასინოდო კანტორის მეტრიკული ჩანაწერებიდან ირკვევა, რომ აკაკი 1841 წლის 9 ივნისს მოევლინა ქვეყანას. მწერალს ბევრი ეთაყვანებოდა, მაგრამ პირად ცხოვრებაში, საკმაოდ უიღბლო გახლდათ. ბევრი მითქმა-მოთქმა იყო მის სასიყვარულო ურთიერთობებზეც. ერთ-ერთი ასეთი, საყოველთაო განხილვის თემა კი, მისი და ნატალია ბაზილევსკაიას ქორწინება გახლდათ. ნატალია, ოქროს მადნების რუსი მაგნატის, პეტრე ბაზილევსკის ქალიშვილი იყო, თუმცა, მამის გარდაცვალების შემდეგ, დარჩენილი ქონება, ნატალიას ბიძამ დაისაკუთრა. საზოგადოების განხილვის თემა კი, ოჯახის ქონება გახდა. ამბობდნენ, რომ აკაკიმ ნატალია ქონების გამო შეირთო, თუმცა, ფაქტი ერთია, ნატალიას შერთვის შემდეგ, აკაკის ეკონომიურ მდგომარეობას, არაფერი დასტყობია. თავად პოეტი კი, წერდა:

“უფროს ქალს შევუყვარდი. მაშინ მე ქალის სიყვარულს დიდ ყურადღებას არ ვაქცევდი, საზოგადოდ, მაგრამ როდესაც დიდად შეწუხებულმა ქალმა, თავისი აღსარება შემომჩივლა, მაშინ კი, გული მეტკინა, მეც ავდექი და ის ქალი, მეორე დღეს ვითხოვე”.

აკაკი თავისი მახვილი ენითა და იუმორით, ყურადღებას ახალგაზრდობიდანვე იქცევდა. ერთხელ, მას ერთმა ქალმა, ლამაზად მოქარგული ბალიში აჩუქა, მწერლისთვის შესაფერისი წარწერით. აკაკის ამგვარი ყურადღება ძალიან ესიამოვნა და ქალს ღიმილიანი სახით მიუგო:

“ჰეი-ჰეი, ბექირ-ბეი! სანამ ახალგაზრდა ვიყავი, “მაღვიძარა” საათებს მიგზავნიდნენ. ახლა კი, ბალიშებს მიგზავნიან, დაწექ და დაიძინეო!”

აკაკის და ნატალიას ერთადერთი ვაჟი, ალექსი ჰყავდათ, რომელმაც ქართული არ იცოდა. ალექსი საოპერო დასში, ანტრეპრენიორად საკმაოდ წარმატებულად მოღვაწეობდა, მაგრამ გამუდმებით ვალები ჰქონდა. მათი გადახდა კი, მთელი ცხოვრების განმავლობაში, აკაკი წერეთელს უწევდა. აკაკის მეუღლე, საქართველოში ძალიან იშვიათად ჩამოდიოდა. შესაბამისად, ცოლ-ქმარი ერთმანეთს, იშვიათად ნახულობდა. მაგრამ მათი ურთიერთობა, სიცოცხლის ბოლომდე გაგრძელდა.

მწერალი, ტასო მაჩაბლის მიმართ სიყვარულით, 20 წლის განმავლობაში იტანჯებოდა. ლიტერატურის მუზეუმის ფონდებში, მისი ტასოსთვის გაგზავნილი წერილები, დღემდე ინახება. ეს სიყვარული ცალმხრივი გახლდათ, ამიტომ მწერალი თავს უბედურად გრძნობდა. აკაკი, მუდამ სხვის ოჯახებში ცხოვრობდა და საკუთარ კერაზე, ოცნებობდა.

“სახლი მაქვს – არა მაქვს, ცოლი მყავს – არა მყავს, პენსია მაქვს – არა მაქვს“, – ამბობდა აკაკი.

სიცოცხლის ბოლოს, მწერალი ავადმყოფობდა. მეუღლემ საქართველოში ჩამოსვლისა და მისი მოვლის სურვილი გამოთქვა. გენიალური მწერალი, 74 წლის ასაკში გარდაიცვალა. ქართველი მგოსანი, თბილისში, მთაწმინდის საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში განისვენებს.

აკაკი წერეთელი მეუღლესთან და შვილთან ერთად – ფოტო გურამ შარაძის კოლექციიდან

ხაზგასასმელია აკაკის ანდერძი, რომლის მიხედვითაც მწერალმა, შორაპნის მაზრის სოფელ სხვიტორში მდებარე სამოსახლო ადგილი თავისი შენობებით, საზოგადოებას უანდერძა. აუცილებელი პირობა კი, პოეტის სახლში, მისი სახელობის ქალთა სკოლის დაარსება გახლდათ.

“ეს სამოსახლო ადგილი, ნაწილია მთლიან მამულისა, რომლის მეორე ნაწილი (ვენახი), განსვენებულმა აკაკი წერეთელმა, ქართულ საისტორიო-საეთნოგრაფო საზოგადოებას უანდერძა”.

აღსანიშნავია, რომ მგოსნის ანდერძის ერთი ნაწილი, საზოგადოებამ დაარღვია. მგოსანს, სურდა მისი ნეშტი სხვიტორის ეკლესიის ეზოში დაეკრძალათ, ამას საკუთარ ანდერძში, “კატეგორიულად აცხადებდა”.

აკაკი წერეთელი, საქართველოსთვის და არამარტო მისი სამშობლოსთვის, ნამდვილი საგანძური იყო. უშიშარი პოეტი, ქართველი მამულიშვილების კეთილდღეობისთვის, საკუთარი კალმით, მუდმივად იბრძოდა. მისი დაკარგვით, ქართველმა ხალხმა, დიდი პატრიოტი და ქვეყნის ერთგული, გულწრფელი გულშემატკივარი დაკარგა.

სალომე ხომასურიძე


თბილი სამოსი, საძილე ტომრები, ჰიგიენის საშუალებები… – თურქეთში გასაგზავნ დახმარებას საელჩო აგროვებს

2-წლიანი ძებნის შემდეგ, “საქართველოს ბანკზე” თავდამსხმელი ბადრი ესებუა დააკავეს

8 თებერვლის ამინდის პროგნოზი

“კიდევ 30 წელი დავკარგეთ, ეს ხელიდან გაშვებული შესაძლებლობაა” – რუსული კვალი ქართულ პოლიტიკაში

მიწისძვრისგან დასაცავად იაპონელებმა “მფრინავი სახლები” გამოიგონეს

პოდკასტი