“სუპერმენის” შექმნის მსოფლიო იდეა – რატომ ხოცავდნენ სოხუმის ქუჩებში შიმპანზეებს

ბიოლოგი ილია ივანოვი ბულგაკოვის მოთხრობა “ძაღლის გულის” პროტოტიპად იქცა. საქმე იმაშია, რომ მეცნიერს სურდა ადამიანი მაიმუნთან შეეჯვარებინა. რაში დასჭირდა საბჭოთა კავშირს ასეთი ჰიბრიდი და რით დასრულდა ყველაფერი?

1926 წელი. მოსკოვი. მწერალ მიხეილ ბულგაკოვის ბინაში ღამის სიჩუმე კარზე ზარმა და ძლიერმა ბრახუნმა დაარღვია. ოთახში ფორმიანი ადამიანები შეცვივდნენ, ისინი ახალი წიგნის – “ძაღლის გულის” ხელნაწერებს ეძებდნენ.

აღმოჩნდა, რომ მოთხრობის ავტორი ძალიან ახლოს იყო სახელმწიფო საიდუმლოსთან. მისი პერსონაჟი, პროფესორი პრეობრაჟენსკი, რომელიც ადამიანის ჰიპოფიზის ჯირკვალს ძაღლს გადაუნერგავს, გამოგონილი სულაც არ ყოფილა. მსგავსი ექსპერიმენტი საბჭოთა ეპოქაში მართლაც ჩატარებულა. XX საუკუნის 20-30-იან წლებში, საქართველოში, სოხუმში კაცისა და მაიმუნის შეჯვარების ექსპერიმენტმა ფიასკო განიცადა.

 

მიხეილ ბულგაკოვი

1924 წელს, პროლეტარიატის ლიდერი – ლენინი გარდაიცვალა. მისი ექიმის დასკვნით, ის ბევრს შრომობდა და ამიტომ ნაადრევად დაბერდაო. ლენინის ექიმის ამ განცხადებამ ბევრი საბჭოთა ლიდერი დააფიქრა. ისინი ყველაფერს გაიღებდნენ მარადიული ახალგაზრდობისთვის. სწორედ ამ დროს პოლიტიკურ ჰორიზონტზე ჩნდება მეცნიერი ილია ივანოვი, რომელსაც “სუპერმენის” შექმნის იდეა აქვს.

“ეს მხოლოდ მარკეტინგული ხრიკი იყო, რათა ფული ეშოვნა თავისი ძირითადი ექსპერიმენტებისთვის, რადგან თავისი სამეცნიერო ექსპერიმენტებით ვერ აინტერესებდა სახელმწიფოს”, – ამბობს რუსეთის ფედერალური უშიშროების ბიუროს თანამშრომელი ალექსანდრე მაქსიმოვი.

ივანოვს შორს მიმავალი იდეები ჰქონდა, სურდა გამოეგონებინა დაბერების წამალი, სექსუალური აქტივობის საშუალება და ახალი სუპერ ადამიანი შეექმნა. ეს იქნებოდა უნივერსალური ჯარისკაცი.

“ეს იდეა, იმ დროს, გერმანიის სამეცნიერო წრეებში საკმაოდ ფართოდ განიხილებოდა. მოგვიანებით ამ ექსპერიმენტისთვის ნაცისტურმა გერმანიამ გიჟური რაოდენობით ფული გამოყო”, – ამბობს ალექსანდრე მაქსიმოვი.

პროფესორი ივანოვი საბჭოთა ლიდერებს აქტიურად სტუმრობდა. კრემლის საიდუმლო ექსპერიმენტის შესახებ ბესტსელერის ავტორმა, მწერალმა და ჟურნალისტმა ოლეგ შიშკინმა არქივში იპოვა ივანოვის საბჭოთა მაღალჩინოსნებთან შეხვედრის მოკლე ჩანაწერები. სახალხო კომისრები მეცნიერის ექსპერიმენტების მიმართ დიდ ინტერესს იჩენდნენ ანტირელიგიური ორიენტაციის გამო.

ივანოვი მიდის ექსპედიციაში აფრიკაში. სამი მაღალი თანამდებობის პირი მოუთმენლად ელის მის შედეგებს. მეცნიერის გამგზავრება ხდება, როგორც ჯაშუშურ რომანშია. ივანოვის ყველა ახალი პროექტები ოფიციალურად დაბლოკილია, – ყოველ შემთხვევაში ასეთ ინფორმაციას ავრცელებს საბჭოთა პრესა. რამდენიმე დღის შემდეგ, იმავე პუბლიკაციებში ქვეყნდება თავად ბიოლოგის მიმართვები, ის ეძებს მოხალისეებს აფრიკაში სამუშაოდ.

ბიოლოგი რომან ფანდო ნაკლებად ცნობილ ინფორმაციას ავრცელებს. სანამ ივანოვი თავისი აფრიკული ექსპერიმენტისთვის საბჭოთა ხალხებს შორის პაციენტებს ეძებდა, სხვა გენეტიკური პროექტები აღარ გამოიყურებოდა დაუჯერებლად. ასე მაგალითად, შეიქმნა საზოგადოება “მივცეთ ჯანმრთელი ბავშვი” – რაც გულისხმობდა უზადო ჯანმრთელობისა და მაღალი ინტელექტის მქონე თაობის შექმნას.

“ამ საზოგადოებაში უნდა შესულიყვნენ ქალები, რომლებსაც ცნება “ქმარი” და ცნება “ბავშვის მამა” უნდა გაემიჯნათ ერთმანეთისგან. ანუ ქალებს სთავაზობდნენ ისეთი სოციალური ერთობის შექმნას, სადაც იქნებოდა ერთი ან რამდენიმე ძლიერი მამაკაცი, რომლებიც ამ ქალებს დააორსულებდნენ. ქალებს უნდა გეჩინათ ბავშვები გარკვეულ დროში, შემდეგ კი, როგორც ინკუბატორში, გადაეცათ საბავშვო ბაღისთვის. ასეთ საბავშვო ბაღებში კი, ბავშვებს ჩაუნერგავდნენ საბჭოთა მოქალაქის მორალს”, – ამბობს მკვლევარი რომან ფანდო.

როგორ ქმნის ივანოვი აფრიკის ჯუნგლებში სუპერ ადამიანს, სადაც არ აქვს ლაბორატორია და არ ჰყავს კვალიფიციური დამხმარეები?

ილია ივანოვი

 

მან დაიწყო მაიმუნების ხელოვნური განაყოფიერება ადამიანის სპერმით. ასევე სურდა მაიმუნის სპერმით ქალების განაყოფიერება, მაგრამ ამის უფლება არ მისცეს. ეს ეთიკის საკითხი იყო. სხვა წყაროების ცნობით, ივანოვმა მაინც დაარღვია ეთიკის ნორმები. დაიწყო თავისი ადგილობრივი პაციენტი ქალების ხელოვნური განაყოფიერება, რომლებსაც ჯერ აძინებდა. ამის შესახებ, შემთხვევით გაიგეს ადგილობრივმა მამაკაცებმა. რუსი ექიმები სასწაულის წყალობით გადაურჩნენ სიკვდილს, თუმცა, ქალებს მათთან მიღებაზე მისვლა აუკრძალეს.

ლენინის სიკვდილის შემდეგ, სტალინი მოვიდა ხელისუფლებაში. ის პირადად მფარველობდა ყველა სახის საიდუმლო ექსპერიმენტს. “სუპერმენის” შექმნის შესახებ ინფორმაციას ისევე იცავდნენ, როგორც მოგვიანებით ატომური ბომბის საიდუმლოს.

„ქვეყანამ მიზნად დაისახა შეექმნა ჰიბრიდი, განსაკუთრებული თვისებებით: ფიზიკური გამძლეობა, მარტივი მორჩილება, ძალაუფლების ვერტიკალის პატივისცემა. ითვლებოდა, რომ ყველა ვნებათაგან ყველაზე მნიშვნელოვანი სექსუალური ლტოლვა იქნებოდა. ასეთი ჰიბრიდი ძალიან სწრაფად გაიზრდებოდა, დაწყებული ადრეული ასაკიდან. დეტალურად იყო გაწერილი ის, თუ რა სფეროებში გამოიყენებდნენ ასეთ ჰიბრიდებს. მაგალითად, მაღაროებში მძიმე სამუშაოს დროს ან ჯარისკაცებად”, – ამბობს ელენა ბრიზგალინა.

ივანოვი ჩქარობს. სამეცნიერო სამყაროში მას უკვე ჰყავს კონკურენტები, რადგან საკუთარი თეორია ჯერ კიდევ 1910 წელს, გრაცის ზოოლოგთა საერთაშორისო კონგრესზე წამოაყენა, რასაც მეცნიერებს შორის ხმაური მოჰყვა. უკვე რამდენიმე ქვეყანაში ერთდროულად ცდილობენ მისი იდეის პრაქტიკაში განხორციელებას.

“ჰოლანდიაში გამოჩნდა ასეთი ადამიანი, მან საკმაოდ სწრაფად დაიწყო ფულის შეგროვება, სანამ სამეფო ოჯახმა არ გაარკვია, თუ რა იყო ექსპერიმენტის ძირითადი არსი. მოგვიანებით კი ასეთი ექსპერიმენტის დაფინანსებაზე უარი განაცხადეს: “არა, ამისთვის ფულს არ მივცემთ, ეს უკვე სიკეთისა და ბოროტების მიღმაა!” – განაცხადეს. უფრო მეტიც, ის ადამიანი განდევნეს”, – ამბობს ჟურნალისტი ოლეგ შიშკინი.

მე-20 საუკუნის დასაწყისში მთელი ევროპა ლაპარაკობდა ევგენიკაზე – ეს არის ადამიანის გენეტიკაში რევოლუციური ტენდენცია მემკვიდრეობითი თვისებების გასაუმჯობესებლად. ძველი სამყარო არ არის მზად ასეთი ექსპერიმენტებისთვის.

მოგვიანებით ევგენიკა მხოლოდ ნაცისტურ გერმანიასთან ასოცირდებოდა. როგორ მოხდა ეს?

ჰიტლერი თავის Mein Kampf-ში წერდა, რომ საჭირო იყო უარყოფითი მემკვიდრეობითი მიდრეკილებისგან თავის დაღწევა, გერმანიაში დაიწყო მემკვიდრეობითი დეფექტების მქონე, ფსიქიკურად დაავადებული ადამიანების სტერილიზაცია. უამრავი ადამიანი დაიღუპა გაზის კამერებში, განადგურდა რასები იმის გამო, რომ გადაწყვიტეს, “ვის არ უნდა ეცოცხლა”.

“რატომ არ გაიდგა ფესვები იდეებმა? იმიტომ, რომ დაირღვა არა მხოლოდ მორალური პრინციპები, არამედ მეცნიერების თვალსაზრისით, მემკვიდრეობითი დეფექტების სტერილიზაცია არ იწვევს დელამინაციას ან სუსტი მემკვიდრეობის დაქვეითებას“, – ამბობს რომან ფანდო.

ელენა სიანოვა მესამე რაიხის ექსპერტია. მისი აზრით, პარალელები ნაცისტური გერმანიის იდეებსა და რუსი მეცნიერის მუშაობას შორის “სუპერმენის” შექმნაზე, შემთხვევითი არ არის.

“ყველა ქვეყნის ელიტა განჭვრეტს მომავალ გლობალურ კატაკლიზმებს, რომ კრიზისის დრო მოდის და უნდა იფიქროთ, ვინ ჩააბათ ბრძოლაში. გაითვალისწინეთ, რომ ეს კვლევები არ გეგმავს ინტელექტის განვითარებას, აზროვნების მოქნილობის განვითარებას. ჩვენ ვსაუბრობთ გამძლეობაზე: ჭამეთ ცოტა, დაიძინეთ ცოტა, მიჰყევით ბრძანებებს”, – ამბობს ელენა სიანოვა.

1947 წელს ნიურნბერგის სასამართლო პროცესზე ევგენიკა ითვლებოდა ადამიანის წინააღმდეგ ნაცისტების დანაშაულის ნივთიერ მტკიცებულებად. სხვათა შორის, ნაცისტები ივანოვზე უფრო შორს წავიდნენ. მათ დაიწყეს ადამიანებისა და ღორების ქრომოსომების შესწავლა.

”ახლა მეცნიერები მივიდნენ დასკვნამდე, რომ ადამიანი თავისი ფიზიოლოგიით უფრო ახლოს არის ღორთან, ვიდრე მაიმუნთან. მათ პირველებმა გამოაცხადეს ეს ტენდენცია. მაგრამ ჩატარდა თუ არა ასეთი ექსპერიმენტები, ნამდვილად არ ვიცით. იყო, მაგრამ გასაიდუმლოებული. ამგვარ ექსპერიმენტებთან დაკავშირებული ძალიან ბევრი დოკუმენტი განადგურდა ომის ბოლო თვეებში. ამიტომ აქ მხოლოდ ვერსიებია დარჩენილი. მიუხედავად იმისა, რომ ჰიმლერის ვეველსბურგის ციხესიმაგრეში, რამდენიმე საიდუმლო ლაბორატორია იყო, იქ ალბათ ძალიან სერიოზული ექსპერიმენტები ჩატარდა. გენეტიკასთან დაკავშირებული“, – ამბობს ელენა სიანოვა.

1927 წელს ილია ივანოვი მოსკოვში დაბრუნდა. მეცნიერმა დაკარგა თითქმის მთელი თავისი ძვირფასი ტვირთი, კერძოდ, განაყოფიერებული მაიმუნები, რომელთა დევნაში მისი ვაჟი კინაღამ დაიღუპა ჯუნგლებში და რის გამოც ადგილობრივებმა მის წინააღმდეგ ბრძოლა გააჩაღეს. ექსპერიმენტული ცხოველები უცნობი დაავადებით დაიღუპნენ. მათი გაკვეთის შედეგად კი აღმოჩნდა, რომ ორსულობა არ ყოფილა. შიმპანზეები, რომლებიც ჩამოიყვანა, იქაც არაფერი იყო. სახელმწიფო ხაზინიდან ფული დაიხარჯა და მეცნიერული აზრის სასწაული კი არსად ჩანდა. მხოლოდ 4 მაიმუნი გადარჩა. სწორედ ეს მაიმუნები მოხვდნენ სოხუმში. შემდგომი მუშაობისთვის ივანოვს სოხუმში სპეციალური რეზერვი მისცეს.

”ახლა ნათელია, რომ ზოგადად, მაიმუნები ძალიან განსხვავდებიან ადამიანის გენომისგან. მთავარი განსხვავება ისაა, რომ ადამიანებში და მაიმუნებში ქრომოსომების განსხვავებული რაოდენობაა. ადამიანს აქვს 23 წყვილი, ხოლო მაიმუნს აქვს 24 წყვილი ქრომოსომა. მაშინაც კი, თუ თეორიულად შეიძლება შეიქმნას ისეთი ჰიბრიდული უჯრედი, რომელშიც იქნება ადამიანის და მაიმუნის ქრომოსომა, მაშინვე წარმოიქმნება პრობლემები ამ უჯრედის გამრავლებასთან, ამ უჯრედის გაყოფასთან დაკავშირებით. ჰიბრიდი მაინც სტერილური იქნება“, – ამბობს ვალერი ილიინსკი.

სოხუმში ექსპერიმენტები ისევ გაჩაღდა. აფრიკისგან განსხვავებით აქ აღარ არის საჭირო ექსპერიმენტების არსის დამალვა. ივანოვს უხვად ჰყავს სპერმის დონორები და სუროგატი დედები, რომლებიც “მზად არიან” გააჩინონ ჰიბრიდული ბავშვი. ხალხი იძულებულია იმუშაოს საბჭოთა მეცნიერების სასარგებლოდ.

„ეს უკვე 20-30-იანი წლებია, ბევრი რამ იყო, რაც უარყვეს, შესაბამისად, გასაგებია, რომ ჩვენ ღმერთზე მაღლა ვართ, ზოგადად ყველაფერზე მაღლა ვართ და ყველაფერი შეგვიძლია, მათ შორის მაიმუნის კაცთან შეჯვარება. პარტია გაგზავნიდა და ყველაფერი იქნებოდა. ეს არ იყო ჰიპნოზი, მაგრამ რაღაცნაირი ცნობიერება გამორთული იყო “, – ამბობს ტატიანა რაზუმოვსკაია.

მაგრამ ივანოვს არ აქვს საკმარისი საცდელი საგნები. ჩვენ ისევ გვჭირდება მაიმუნები, და გადაწყვეტს მთელი სოხუმის ლაბორატორიით გადავიდეს უკვე ნაცნობ აფრიკულ გვინეაში. სტალინი შოკირებულია. ივანოვს მოსკოვში იბარებენ. საუბარი უნდა შეეხოს ექსპერიმენტის ბედს. სადგურზე მეცნიერს აკავებენ. ეს ის პერიოდია, როცა ქვეყანაში ექიმების პირველი საქმე აღიძრა. ერთმანეთის მიყოლებით, საიდუმლო ვითარებაში იხოცებიან პარტიული მოღვაწეები, მათ შორის, ივანოვის პაციენტებიც.

“სტალინმა დაინახა, რომ კაპიტალისტების ხელში ექიმები შესაძლოა საშიშ იარაღად იქცნენ, რომლებიც რაღაც საიდუმლო პოლიტიკას გაატარებენ არასწორი მკურნალობის, ან ქირურგიული ოპერაციის დროს. ეს ყოველივე აისახა ივანოვის ბედზეც”, – იხსენებს ოლეგ შიშკინი.

ივანოვს 5 წლით ბაკანში უშვებენ, მაგრამ მას თავდებად უდგებიან გამოჩენილი აკადემიკოსები – ვავილოვი და პავლოვი, შედეგად, ერთი წლის შემდეგ ამნისტიით უშვებენ. მას კავკასიაში გადაასახლებენ. მაგრამ ამით მისი ექსპერიმენტები არ დასრულებულა.

 

 

ალმა-ატაში, დახურულ “შარაშკაში”, როგორც საბჭოთა წლებში ეძახდნენ სამეცნიერო განყოფილებებს, აგრძელებს კვლევას. ივანოვის იდეა, შეაჯვაროს კაცი და მაიმუნი, თუნდაც თანამედროვე მეცნიერების თვალსაზრისით, არც ისე შორია. ზოგიერთი მეცნიერი თვლის, რომ ადამიანები შიდსით შიმპანზეს კბენით სულაც არ დაავადებულან. როგორც ზოგი ამბობს, პრობლემა იყო ზუსტად ადამიანებისა და მაიმუნების ურთიერთობაში, რადგან ადამიანის იმუნოდეფიციტის თავდაპირველი ვირუსი, ეს არის ვირუსი მაიმუნისგან.

მეცნიერება ოფიციალურად აღიარებს ადამიანის სახეობების, ფაქტობრივად, სხვადასხვა პრიმატების შერევის ფაქტს. მათი მტკიცებით, ეს მოხდა ევოლუციის პროცესში დაახლოებით 40 ათასი წლის წინ.

“თანამედროვე ადამიანი, ანუ homo sapience-ი, ადამიანის სხვა ქვესახეობებთან განაყოფიერდა. ესენია: ნეანდარტანელი, დენისოვი, ე.წ. ჰომო ერექტური, რომელთაგანაც მივიღეთ მშვენიერი გენი, რომლესაც ეწოდება მიკროცეფალინი. თუ ის ცუდად მუშაობს ჩნდება დაავადება მიკროცეფალია, მაგრამ, მეორე მხრივ, თუ ეს გენი კარგად მუშაობს, აძლევს ჩვენს ტვინს საშუალებას გაიზარდოს“, – განმარტავს ოლეგ შიშკინი.

ადამიანებისა და ცხოველების გადაკვეთაზე ექსპერიმენტები ჩატარდა ძველ ეგვიპტეში, ბაბილონში, ძველ საბერძნეთში, ძველ რომში. თითქმის ყველა კულტურაში შემორჩენილია მითები ამის შესახებ, თუ როგორ დასახლდა სამყარო არსებებით, რომლებსაც მხოლოდ ნახევრად ადამიანის სხეული აქვთ.

“მე-20 საუკუნის მეცნიერება სავსე იყო პიროვნების გაუმჯობესების იდეით, ღმერთის ადგილის დაკავების იდეით. რომ ტრანსფორმაციის პათოსი მომდინარეობს ადამიანიდან და ყველა ცდილობდა გარდაქმნას: სოციალური სტრუქტურებიდან, სოციალური იერარქიებიდან ადამიანურ ბუნებამდე. რატომ? იმიტომ, რომ თუ ადამიანს აქვს მეცნიერების შესაძლებლობები, გააუმჯობესოს ბუნება, მას შეუძლია ეს შესაძლებლობები თავისკენ მიმართოს. ამიტომ, რამდენიმე მიზეზმა გამოიწვია ჩვენს ქვეყანაში პოლიტიკისა და მეცნიერების, კერძოდ ბიოლოგიის შერწყმის ეს ფენომენი“, – ამბობს ელენა ბრიზგალინა.

შეიძლება ითქვას, რომ ივანოვის ექსპერიმენტები “სუპერმენის” შექმნაზე აქამდე არ წყდება.

„დაახლოებით 20 წელია, მსგავსი პროექტები ხორციელდება სინგაპურში, როდესაც ინტელექტუალურად განვითარებული ქალები და მამაკაცები სპეციალური კომპიუტერული პროგრამის საშუალებით ერთმანეთს უკავშირდებიან ე.წ. სასიყვარულო კრუიზებზე. ხოლო ბავშვებს, რომლებიც ასეთი მოგზაურობის შედეგად იბადებიან, მომავალში გარანტირებული აქვთ ადგილი ელიტარულ სკოლაში. სულ რამდენიმე წლის წინ, ჩინეთმა გამოაცხადა ძლიერი სახელმწიფო პროექტი, რომელიც დაკავშირებულია ზეადამიანების გაშენებასთან. მათ აიღეს ნიმუშები დაახლოებით 2000 ინტელექტუალური ადამიანისგან, რომლებმაც თავი წამოაჩინეს სხვადასხვა სფეროში მთელს მსოფლიოში და ცდილობენ გენომის სკანირებას, რათა გამოავლინონ ნიჭიერების გენეტიკური მარკერები“, – ამბობს ბრიზგალინა.

შესაძლოა, ისევე როგორც ცხოველთა მეცნიერებაში, ივანოვი გარკვეულწილად უსწრებდა თავის დროს გენეტიკაში. სპეცსამსახურების ოფიცერი ალექსანდრე მაქსიმოვი ამტკიცებს, რომ მეცნიერის დაკავებისა და შემდგომი გადასახლების უკან სხვა მიზეზი იყო – მისი დედაქალაქიდან მოშორება და არა სტალინის რისხვა. მას აპატიმრებენ იმიტომ, რომ საკუთარი კვლევები საზღვარგარეთ არ გაიტანოს. ივანოვს, როგორც თავისი იდეის ნამდვილ ფანატიკოსს, სურდა მათი ფართო გახმაურება და ცდილობდა ამ მასალების საზღვარგარეთ გადატანას.

 

 

ინფორმაცია იმის შესახებ, თუ როგორ გარდაიცვალა მეცნიერი, განსხვავებულია. ზოგიერთი ცნობით, ივანოვი გარდაიცვალა გრიპით, სხვები ამბობენ, რომ ინსულტით. სოხუმში კი ჯერ კიდევ არსებობს ლეგენდა, რომ პროფესორი დარაჯმა იმსხვერპლა, რომელიც თვალს ადევნებდა პროფესორის ექსპერიმენტებს და ჭკუიდან შეიშალა. ერთ დღესაც, დარაჯმა ყველა მაიმუნი გაუშვა გალიიდან, ივანოვი კი, იპოვა და დახვრიტა.

კიდევ ერთი ვერსიით, მოსკოვში გამგზავრებისას ის მოულოდნელად გარდაიცვალა. მისი სიკვდილი იმდენად გასაიდუმლოებული იყო, რომ გარდაცვალების შესახებ ნეკროლოგი მხოლოდ ერთი წლის შემდეგ გაჩნდა.

პროფესორის შინაური ცხოველების ბედი უცნობია. ოფიციალური ვერსიით ისინი დაიღუპნენ, მაგრამ ითვლება, რომ ზოგიერთმა გადარჩენა მოახერხა.

“ფაქტია, რომ არ არსებობს ზუსტი მტკიცებულება იმისა, რომ რაღაც გამოვიდა ამ ექსპერიმენტებიდან. ზოგადად, ადამიანები ვარაუდობენ, რომ არ შეიძლება იყოს ჰიბრიდები ადამიანებსა და მაიმუნებს შორის. დიდი ალბათობით, მისი ექსპერიმენტები წარუმატებელი აღმოჩნდა. თუმცა ზოგიერთი მეცნიერი ვარაუდობს. რომ, შესაძლოა, სადღაც ზოგიერთ ჩანაწერში მან წარმატებას მიაღწია“, – ამბობს ვალერი ილიინსკი.

ილია ივანოვის გარდაცვალების მიუხედავად, 1932 წლის გაზაფხულზე მისი პროექტი საბჭოთა კავშირში გრძელდება. ალბათ, ამიტომაა, რომ მიხეილ ბულგაკოვის რომანი „ძაღლის გული“ მხოლოდ გორბაჩოვის გარდაქმის (პერესტროიკის) დასასრულს იხილავს დღის სინათლეს. რა დარჩა ივანოვის იდეიდან?

”მე-20 საუკუნის შუა წლებში ევგენიკა ძალიან კომპრომეტირებული იყო ნაცისტური მკვლევრების მიერ, მაგრამ ეს მაინც მოხდა. თუმცა, საბჭოტა კავშირში კარგად იცოდნენ, რომ აშშ-ში, ახალ გერმანიაში, ბრიტანეთში და უპირველეს ყოვლისა იაპონიაში, ასეთი კვლევები ტარდებოდა, ამიტომ იყო გარკვეული ინტერესი სსრკ-ს მიმართ, ყველგან არის რაღაც საიდუმლო მოვლენები, არის სუპერნოვას მიმართულება, ასეთი სამუშაოები მიმდინარეობს“, – ამბობს ელენა სიანოვა.

კარიერის დასაწყისში ავტორიტეტულმა ზოოლოგმა, ივანოვმა, სიცოცხლის ბოლოს მოიპოვა რეპუტაცია, როგორც საბჭოთა ფრანკენშტეინისა და შარლატანის. მაგრამ არქივები მისი კვლევის შედეგებით მაინც ინახება.

 

 

მაშინ არ იყო ცნობილი დნმ-ის მოლეკულის სტრუქტურის შესახებ, არც ისე ბევრი იყო ცნობილი, რაც ახლა ცნობილია. ამიტომ, პრინციპში, ივანოვმა ჩაატარა საკმაოდ რევოლუციური ექსპერიმენტები, რაც იმ დროს საკმაოდ საინტერესო ჩანდა. ახლა გასაგებია, რომ მისი ექსპერიმენტები დიდწილად წარუმატებლობისთვის იყო განწირული.

შესაძლოა, ვინმე სწავლობს მის შეცდომებზე, რადგან ორგანოების გადანერგვა, ადამიანის ორგანოების ცხოველებთან თავსებადობის საკითხი, სიბერის სამკურნალო საშუალება, მეცნიერებაში ყველაზე მოთხოვნადი ამოცანაა.

„ჩვენ უარვყოფთ უცხო ცილას ბუნებრივი გზით, ამიტომ ახლა ტექნოლოგია გაცილებით შორს წავიდა და უფრო ადვილია უბრალოდ ზოგიერთი ქსოვილის, ზოგიერთი ორგანოს კლონირება და შემდეგ ამ ორგანოების ადამიანში გადანერგვა. უფრო მეტიც, უკვე არსებობს 3D პრინტერები, რომლებსაც შეუძლიათ რეპროდუცირება. სრულიად იდენტურია ჩვენი ცილების, ჩვენი სტრუქტურების, იგივე მსგავსი სტრუქტურები, ეს შეიძლება იყოს უჯრედები, ეს შეიძლება იყოს ქსოვილები, ეს შეიძლება იყოს ორგანოები და ეს ორგანოები უკვე შეიძლება უმტკივნეულოდ გადანერგილი იქნას ადამიანში. “სუპერადამიანის” იდეა არ მომკვდარა“, – ამბობს რომან ფანდო.

დღეს მსოფლიოში არსებობს ქვეყნების ორი ჯგუფი, პირველი ჯგუფი არის ის ქვეყნები, რომლებიც მთლიანად კრძალავენ ადამიანის ემბრიონზე ექსპერიმენტებს, ხოლო ნებისმიერი ჰიბრიდიზაცია არის ექსპერიმენტი. არის ქვეყნების მეორე ჯგუფი, რომელიც არეგულირებს ემბრიონებზე ექსპერიმენტებს, რაც მათ პრინციპში აძლევს საშუალებას.

“როგორც წესი, ეს რეგულაცია ემყარება იმ ფაქტს, რომ ემბრიონი იზრდება მე-14 დღემდე, ეს განპირობებულია ღეროვანი უჯრედების მიღების შესაძლებლობით და მათი პოტენციური გამოყენების თერაპიული მიზნებით, მაგრამ შემდეგ ემბრიონი უნდა განადგურდეს. ”, – ამბობს ელენა ბრიზგალინა.

ასევე განადგურდა ივანოვის ჭკუა, სოხუმის ბაგა-ბაღიც. მართალია, ეს უკვე 90-იან წლებში მოხდა. მაშინ, ქალაქის ქუჩებში მოხტუნავე შიმპანზეები ჩვეულებრივი სანახაობა იყო. მათ პოულობდნენ და ხვრეტდნენ. ამას ღამით, სოხუმელებისგან ფარულად აკეთებდნენ. გავრცელდა ჭორები, რომ მაიმუნებზე ახალ წამლებსა და ბაქტერიოლოგიურ იარაღსაც კი ამოწმებდნენ. პროფესორის იდეები იმ დროისთვის უკვე დავიწყებული იყო.

„მეცნიერების თვალსაზრისით, პირველ რიგში, შესაძლებელი იქნებოდა პრიმატებსა და ადამიანებს შორის შუალედური ორგანიზმის მოპოვება, მაგრამ ეს არ გამოვიდა, სამწუხაროდ ან საბედნიეროდ, რადგან, ჯერ ერთი, ადამიანს აქვს 46 ქრომოსომა და შიმპანზეები, რომლებთანაც განხორციელდა შეჯვარება, 48. და წმინდა მეთოდურად და წმინდა ციტოლოგიურად ძალიან რთულია ასეთი გადაკვეთების განხორციელება“, – ამტკიცებს რომან ფანდო.

საკუთარ შემოქმედებას ანადგურებს პროფესორი პრეობრაჟენსკიც. მწერალმა, ბულგაკოვმა, პროფესორ ივანოვისაგან განსხვავებით, ექსპერიმენტში წარმატებას მიაღწია. ეს უბრალოდ ჰომო საპიენსის ახალი ქვესახეობა აღმოჩნდა ადამიანის არა საუკეთესო, არამედ ყველაზე ცუდი თვისებების განსახიერება.

წყარო: m24.ru

თარგმანი: შორენა პაპაშვილი


უძველესი ცივილიზაციების ათეულში საქართველო მეორე ადგილს იკავებს

ვინ არის ადამიანი, რომელიც ორ მარტორქას უვლის

საქართველო მსოფლიო ტურიზმის დღისთვის მზადებას იწყებს

დღეს მსოფლიო ოკეანის დღეა

გაეროს გენერალურმა ასამბლეამ ოკუპირებული აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა სტატუსის შესახებ რეზოლუცია მიიღო

პოდკასტი