დღეს განათლების საერთაშორისო დღეა
2018 წელს, გაეროს გენერალურმა ანსამბლეამ, 24 იანვარი განათლების საერთაშორისო დღედ გამოაცხადა. 2019 წელს კი, პირველად აღინიშნა. ამ დღის დაწესების მიზანი, მსოფლიოში მშვიდობის უზრუნველყოფისა და ქვეყნებში დემოკრატიული პროცესების განვითარებაში, განათლების როლის გამოკვეთაა.
იუნესკო მთავრობებს ხარისხიანი განათლების სისტემების შექმნისა და ამ მიმართულებით, პოლიტიკური ვალდებულებების გაზრდისკენ მოუწოდებს. ეს ყველაფერი კი იმისთვის, რომ განათლება მდგრადი განვითარების მიზნებამდე მისასვლელ მთავარ გზად იქცეს.
განათლება სისტემურ ქმედებათა პროცესია, რომელიც ადამიანის ფიზიკური, ინტელექტუალური და მორალური უნარ-ჩვევების განვითარებისაკენაა მიმართული. ის ჩვენს ხელთ არსებული ყველაზე ძლიერი ძალაა, რომელიც ცხოვრების ნებისმიერ ეტაპზე, ყველასთვის ხელმისაწვდომი უნდა იყოს.
სალომე ხომასურიძე