საგარეჯოში გარდაცვლილ ზაზა ჩიხლაძეს დღეს დაკრძალავენ

საგარეჯოში სროლისას მოკლულ ზაზა ჩიხლაძეს დღეს, სოფელ პატარა ჩაილურში დაკრძალავენ.

აღსანიშნავია, რომ 2 დღის წინ, ამავე შემთხვევის შედეგად დაღუპულები მისი ბიძაშვილი, დავით ნასრაძე, ზაქრო მათიაშვილი და ნოდო რჩეულიშვილი დაკრძალეს. სამშაბათს კი, სამშობლოს მიწას სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს გარდაცვლილი პოლიციელის, ოთარ ღვინაშვილის ცხედარი მიაბარეს.

აღსანიშნავია, რომ გარდაცვლილთა ოჯახებს, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერია ფულად დახმარებას გაუწევს. კერძოდ კი, თითოეულ ოჯახს 5000 ლარს გადასცემს.

შეგახსენებთ, რომ 19 იანვარს, საგარეჯოში შეიარაღებულმა პირმა, ყოფილმა სამხედრომ, რომელიც 2006 წლიდან 2021 წლამდე საქართველოს შეიარაღებულ ძალებში მსახურობდა, საკუთარი სახლის ორი აივნიდან, ქუჩაში მყოფ ხალხს, ავტომატით ცეცხლი გაუხსნა.

გარდაცვლილებს შორის, 4 კორპუსის ეზოში მყოფი ახალგაზრდა იყო, ერთი კი, შემთხვევის ადგილზე მისული პოლიციელი, რომელიც საავადმყოფოში მიყვანისას გარდაიცვალა.

აღსანიშნავია, რომ თავდამსხმელმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. პირი, რომელიც საგარეჯოს ცენტრში ისროდა, 48 წლის ნოდარ ათუაშვილი იყო, რომელიც ავღანეთის მისიაშიც მონაწილეობდა.

სალომე ხომასურიძე


უძველესი ცივილიზაციების ათეულში საქართველო მეორე ადგილს იკავებს

13 ივნისის ტრაგედიიდან 8 წელი გავიდა

საქართველო მსოფლიო ტურიზმის დღისთვის მზადებას იწყებს

გაეროს გენერალურმა ასამბლეამ ოკუპირებული აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა სტატუსის შესახებ რეზოლუცია მიიღო

,, თუ ადამიანს უწერია სიკვდილი მამულისათვის, ეს ბედნიერებაა!“- გმირთა მოედანზე გენო ადამიას ბიუსტი დაიდგა

პოდკასტი