თბილისში 18-მეტრიანი ავტობუსებისთვის ინფრასტრუქტურა უნდა მოეწყოს

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე აცხადებს, რომ თბილისში 18-მეტრიანი ავტობუსების შემოყვანა  პირდაპირ დაკავშირებულია ინფრასტრუქტურასთან და ახალ ავტობაზასთან, რომელიც მომავალ წელს აუცილებლად იქნება.

იგი მოსახლეობას სთხოვს დედაქალაქის გზებზე არსებულ საავტომობილო საცობებს გაგებით მოეკიდონ, რადგან ინფრასტრუქტურული სამუშაოები იგეგმება.

როგორც ტყემალაძე აცხადებს, დედაქალაქში სატრანსპორტო პოლიტიკა სწორად მიმდინარეობს, რასაც გაზრდილი მგზავრთნაკადიც ადასტურებს.

„ის, რომ სატრანსპორტო პოლიტიკა სწორად მიმდინარეობს, ამას ადასტურებს გაზრდილი სარეკორდო რაოდენობის მგზავრთნაკადი, რომლითაც ჩვენი მოქალაქეები სარგებლობენ. ის პრობლემები, რომელიც დღეს საცობებთან დაკავშირებით გვაქვს, არის ობიექტური. მინდა ბოდიში მოვუხადო და ვთხოვო ჩვენს მოსახლეობას, გაგებით მოეკიდონ იქედან გამომდინარე, რომ ინფრასტრუქტურული პროექტები უნდა განვახორციელოთ, რადგან ახალ სატრანსპორტო პოლიტიკას აუცილებლად სჭირდება შესაბამისი ინფრასტრუქტურა“, -განაცხადა ტყემალაძემ.

მისი თქმით, ორი წელი ქვეყანა პანდემიას ებრძოდა, რამაც პროექტების დროულად განხორციელების კუთხით პრობლემები შექმნა.


თბილისი–სენაკი–ლესელიძის გზაზე მოძრაობა დროებით იკრძალება

თბილისის ფუნიკულიორი საუკუნეზე მეტს ითვლის – წმინდა დავითის მთაზე აგებული უნიკალური გზა

„ფიქს თბილისი“ – ვალდალიზმთან ბრძოლის ახალი სტრატეგია დედაქალაქში

“დავიღალეთ! წლებია, მხოლოდ დაპირებები გვესმის” – მოსახლეობა ხელვაჩაურის მერიის წინააღმდეგ

1-ლი აპრილიდან ტაქსის მძღოლებს “ბას ლაინის” გამოყენების უფლება ექნებათ

პოდკასტი