“საქართველო-უკრაინას შორის თემები კამერების წინ არ უნდა განიხილებოდეს” – აშშ-ს ელჩი

აშშ-ს ელჩი საქართველოში კელი დეგნანი აცხადებს, რომ ომში მყოფი უკრაინისთვის მნიშვნელოვანია ნებისმიერი ქვეყნის მხარდაჭერა ისე, როგორც ეს შეუძლია თითოეულ ქვეყანას.

ქართველმა ჟურნალისტმა ამერიკელ დიპლომატთან საუბრისას განაცხადა, რომ დღეს, უკრაინას საქართველოს ძალიან  ბევრი მოქალაქე უჭერს მხარს, რაც ასევე კარგად იცის თავად ელჩმაც, ამ დროს კი, კიევის მხრიდან საქართველოს მისამართით კეთდება არც თუ სასიამოვნო შინაარსის განცხადებები, რომ კარგი იქნებოდა თუ საქართველოში მეორე ფრონტი გაიხსნებოდა.

კელი დეგნანის აზრით, ასეთი სენსიტიური თემები არა კამერების წინ, არამედ მთავრობებს შორის უნდა განიხილებოდეს. თუმცა, იქვე დასძინა, რომ “კარგად უნდა გვესმოდეს უკრაინის რთული მდგომარეობის, რომელიც იცავს თავის სუვერენიტეტს და ხშირ შემთხვევაში სტრესულ მდგომარეობაში იმყოფება”.

“ამიტომ, მნიშვნელოვანია უკრაინის მხარდაჭერა ისე, როგორც შეუძლია თითოეულ ქვეყანას.  ამერიკის მოწოდებაც ეს არის”, – აზუსტებს ელჩი.

ჟურნალისტმა დეგნანს კომენტარი სთხოვა საქართველოში უკრაინის ელჩის მოვალეობის შემსრულებლის განცხადებაზე, რომ საქართველოდან გაიყვანენ თავიანთ დევნილებს თუ კი, საქართველოსა და რუსეთს შორის საჰაერო მიმოსვლა აღდგება.

ჟურნალისტიკის კითხვაზე, – “როგორ ფიქრობთ, უკრაინის მოქალაქეები საქართველოში დღეს საფრთხეში არიან?” – ელჩმა განაცხადა, რომ ეს არის უკრაინის ხელისუფლების პრეროგატივა და ამაზე კომენტარს ვერ გააკეთებს.

აშშ-ს ელჩი უკრაინას და საქართველოს ერთად დგომისკენ მოუწოდებს, “რადგან თუ ისინი ერთმანეთს დაუპირისპირდებიან, ეს სარგებელს მისცემს რუსეთს”.

 


უძველესი ცივილიზაციების ათეულში საქართველო მეორე ადგილს იკავებს

საქართველო მსოფლიო ტურიზმის დღისთვის მზადებას იწყებს

გაეროს გენერალურმა ასამბლეამ ოკუპირებული აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა სტატუსის შესახებ რეზოლუცია მიიღო

,, თუ ადამიანს უწერია სიკვდილი მამულისათვის, ეს ბედნიერებაა!“- გმირთა მოედანზე გენო ადამიას ბიუსტი დაიდგა

გიორგი მიქაუტაძე საფრანგეთის ლიგა 2-ის საუკეთესო ფეხბურთელია

პოდკასტი