სააკაშვილის საქართველოში შემოსვლა რუსული აგენტურის დაგეგმილია(?) – ელისო კილაძე
გაზეთ “ქრონიკა+”-ის რედაქტორი ელისო კილაძე ფეისბუქის საკუთარ გვერდზე შემდეგი შინაარსის სტატუსს აქვეყნებს:
“მიშა”შპიგელთან” ინტერვიუში ამბობს, რომ ვინც მისი ჩამოსვლა დაგეგმა, შესაძლოა იყოს რუსეთის აგენტი! საქმის მასალების მიხედვით, ელგუჯა ცომაიას ხვდებოდა და ელაპარაკებოდა გია ლორთქიფანიძე ანუ მიშას ჩამოსვლის ორგანიზებაში სწორედ ის იყო ჩართული !
გია ლორთქიფანიძეს სპეცმომზადება გავლილი აქვს ბალაშიხაში, იყო იგორ გიორგაძის დაცვის წევრი!
ნუ, მერაბიშვილის მოადგილე რომ იყო ისედაც იცით, მაგრამ აქ არის ერთი მაგრამ… რატომ დანიშნეს გია ლორთქიფანიძე უკრაინაში მაღალ თანამდებობაზე?!”.