გელათის მონასტერში ხანძრის დროს დაშავებული მოძღვარი გარდაიცვალა

გელათის მამათა მონასტერში გაჩენილი ხანძრის შედეგად დაშავებული არქიმანდრიტი, იოსებ ბურჯანაძე, დღეს გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას, ქუთაის-გაენათის ეპარქია ავრცელებს.

,,დღეს, 30 იანვარს, გარდაიცვალა გელათის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის მამათა მონასტრის არქიმანდრიტი იოსებ ბურჯანაძე. უფალმა მართალთა თანა დააწესოს სული მისი. გთხოვთ, ლოცვებში მოიხსენიოთ ახალშესვენებული არქიმანდრიტი იოსები“- ნათქვამია ეპარქიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ, დაახლოებით, 2 კვირის წინ, მამათა მონასტრის სტუმრებისთვის გამოყოფილ სენაკში, ცეცხლი გაჩნდა. ხანძრის შედეგად, არქიმანდრიტმა 44%-იანი დამწვრობა მიიღო. ის დამწვრობის ცენტრის რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობდა, მაგრამ, სამწუხაროდ, სხეულის დაზიანება სიცოცხლისთვის შეუთავსებელი აღმოჩნდა, გარდაცვალება კი, გარდაუვალი.

სალომე ხომასურიძე


“ჯორჯ ბუშმა დინების საწინააღმდეგოდ ცურვა დაუწუნა“ – მოგონებები ზვიად გამსახურდიაზე

31 მარტი ისტორიული რეფერენდუმისა და პირველი პრეზიდენტის დაბადების დღეა

ახალგაზრდა პიანისტი სანდრო გეგეჭკორი “ჯულიარდის სკოლაში” ისწავლის

31 მარტის ამინდის პროგნოზი

გერმანიაში ქართველი მძღოლები გაიფიცნენ – “მძიმე სამუშაო პირობები, სტრესი, აუღებელი ხელფასი”

პოდკასტი