ამხილა თუ არა სააკაშვილმა დასავლეთთან ზელენსკი – ვისი სცენარით ვითარდება მოვლენები “ენმ”-ში

სააკაშვილმა “შპიგელთან” ინტერვიუში გარკვეულწილად ამხილა ზელენსკიც და ისინიც, ვინც მისი საქართველოში შემოყვანა განახორციელა.

მერაბიშვილ-კეზერაშვილის კლანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის პოსტზე ლევან ხაბეიშვილის გამარჯვებას ზეიმობს. „მასხარა ხაბე“, როგორც დღეს უკვე პირველ ნაციონალს უწოდებენ, ბევრისთვის დაუჯერებელი იყო, რომ სააკაშვილის საპირწონედ იქნებოდა პარტიაში. ფულის და შიშის ფაქტორის გამო, დღეს ხაბეიშვილი “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერია და პირველი, რაც გააკეთა პატიმარ ექსპრეზიდენტს განცხადებით მიმართა, თანაც შენობით. ნათქვამია, დრონი მეფობენო და სააკაშვილსაც სხვა რა დარჩენია, თუ არა მილოცვა, მართლაც რომ მასხარა ხაბეიშვილისთვის, რომელსაც პოლიტიკურ ფიგურად არათუ ქვეყნის გარეთ, თავად მისსავე პარტიაში ბევრი ვერ აღიქვამს. მიზეზი მარტივია: მერაბიშვილ-კეზერაშვილის მიერ ჩაცმულ-დახურული და დაფინანსებული, კაცად ქცეული ხაბე-ბიჭი, მხოლოდ იმას თუ მოახერხებს, რომ არეულობები მოაწყოს და სახელმწიფო შენობებზე შტურმის მიტანა დააანონსოს, თუმცა, ესეც რამდენად ეფექტიანად გამოუვა, მარტივი სათქმელია.

ექსპერტების ნაწილის შეფასებით, ვანო მერაბიშვილსა და მის თანამოაზრეებს სააკაშვილის პატიმრობიდან გათავისუფლება სახელმწიფო გადატრიალების ფორმით წარმოუდგენიათ და მცდელობასაც არ აკლებენ. უკრაინიდანაც უკვე იყო მათთვის სასურველი გზავნილი ქართველი მეომრისგან.

მერაბიშვილ-კეზერაშვილის მიერ სააკაშვილის პარტიის, ფაქტობრივად, ხელში ჩაგდების შემდგომ, რჩება კითხვა – ეს ყველაფერი ვისი სცენარია: თემურ ალასანიასი, რომელზეც მედიაში ინფორმაციები გაჩნდა, თუ ივანიშვილის, რაზეც ეჭვი არსებობს.

რას მოუტანს სააკაშვილის მხარდამჭერთა ერთობას, თავად ნაციონალების მიერ კლოუნად მონათლული ხაბეიშვილის გამარჯვება, ამას დრო გვიჩვენებს. დღევანდელი შედეგი ასეთია – ხაბეიშვილის გამარჯვებით პარტიას და მის პოლიტსაბჭოს პარტიისთვის ღირებული პოლიტიკური ფიგურები ტოვებენ. მერაბიშვილის ზურგით გადიდკაცებული ხაბეიშვილი სააკაშვილის პატიმრობიდან გამოხსნის პირობას დება და ამბობს, რომ პარტიაში ყველას ადგილია.

ხაბეიშვილი რომ პოლიტიკური ფიგურა არ არის და გავლენაც რომ არ აქვს სააკაშვილის პარტიის არამხოლოდ მთავარ სახეებზე, ეს ფაქტია. მისი მთავარი პლუსი, როგორც ჩანს, ძალადობისადმი ლტოლვა და სიყვარულია, რაც ამ არჩევნებმაც აჩვენა. პარტიაში, სადაც თავს მთავარ ოპოზიციურ ძალად მიიჩნევენ, გაიმარჯვა იმ ადამიანის გავლენამ, ვინც ორ გვამს ითხოვდა ანუ ორი ადამიანის სიკვდილი არაფერი იყო კონკრეტული ინტერესის გასატარებლად.

„მემარცხენე ალიანსის“ლიდერი სოსო შატბერაშვილი მიიჩნევს, რომ როდესაც ამა თუ იმ ნორმალური ქვეყნის, ნორმალურ პარტიაში პარტიული არჩევნები ტარდება ანუ პრაიმერი, კანდიდატებს შორის კონკურენცია პროგრამებით ხდება. “ნაციონალურ მოძრაობაში” კი, რომელსაც ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ტერორისტულ ორგანიზაციას უწოდებს, თავმჯდომარის არჩევნები ერთმანეთის მიმართ სიბინძურის ამოქექვის ფონზე მიმდინარეობდა.

„მარტო ახლა კი არა, როდესაც არჩევნები დაიწყო, მანამდე დიდი ხნით ადრე ერთმანეთის კომპრომატების ფრიალით და სიბინძურის გამოქვეყნებით იყვნენ დაკავებული. მარტო ის რად ღირს, ნიკა მელიას ჩანაწერი, რომ გამოაქვეყნეს, სადაც დედას აგინებს სააკაშვილს და სამი ასოთი რომ იწერება, იმ სიტყვას ეძახის. არანაკლები ლანძღვა-გინება გაისმოდა ხაბეიშვილის წინააღმდეგაც. ეს პარტია თავიდან ფეხებამდე ჭაობშია და მათი გამომზეურებისთვის მხოლოდ ერთი რამეა საჭირო – ის ჩანაწერები გამოაქვეყნონ, რაც ერთმანეთზე აქვთ“, – აცხადებს სოსო შატბერაშვილი.

მემარცხენე ალიანსის ლიდერი მსჯავრდადებულ მიხეილ სააკაშვილის მიერ გერმანული „შპიგელისთვის“ მიცემულ ინტერვიუს ეხმიანება, სადაც სააკაშვილი უკმაყოფილებას ვერ მალავს იმის გამო, რომ მასთან მიმართებაში, დემენციაზე კეთდება აქცენტი.

“დემენცია არის ჭკუასუსტობა, სკლეროზი. სასამართლოზე მისი ადვოკატები ამტკიცებენ, რომ სააკაშვილს დემენცია აქვს. „შპიგელში“ მის ინტერვიუს, არანაირი დემენცია, არ ეტყობა. სააკაშვილი მშვენივრად აზროვნებს. გათქვა, რომ თავისი ნებით საქართველოში არ ჩამოსულა. თქვა, ცუდ დროს დამიგეგმეს ჩამოსვლაო. გიულიმ კი კომენტარი გააკეთა, ამის დამგეგმავი საქართველოში კი არა, უკრაინაში არისო“, – ამბობს სოსო შატბერაშვილი, რომელიც ეთანხმება სააკაშვილის დედას იმაში, რომ ნაცმოძრაობის ხელმძღვანელები პარაზიტები არიან.

„ესენი ნამდვილად არიან პარაზიტები და ერთი სული აქვთ, ვინ მეტ ფულს გამოსტყუებს სააკაშვილს, კეზერაშვილს, ჭყონიას ან წერეთელს. ეს ის ადამიანები არიან, რომლებიც ნაციონალურ მოძრაობას აფინანსებენ. ვინ მეტ ფულს გამოსტყუებს, აი ეს არის მათი მთავარი მიზანი და არა ქვეყნის სამსახური ან ქვეყნის გამთლიანება. ერის სიყვარულზე ხომ ლაპარაკიც ზედმეტია“, – აღნიშნავს შატბერაშვილი.

ფაქტია, სააკაშვილმა იცის, რა და რატომ თქვა „შპიგელთან“ ინტერვიუში. მან გარკვეულწილად ამხილა თავის დასავლელ პატრონებთან ზელენსკიც და ისინიც, ვინც მისი შემოყვანა განახორციელა. იყო თუ არა ეს ზელენსკის პოლიტიკურ იმიჯზე დარტყმის მცდელობა საერთო პატრონების თვალში? მედია სააგენტო „24“-ის ამ კითხვაზე პასუხისას „მემარცხენე ალიანსის“ ლიდერმა სოსო შატბერაშვილმა განაცხადა, რომ ეს იყო ერთგვარი მინიშნება, რომ ერთ დღეს პირს მოვაღებ და ყველაფერს ვიტყვიო.

პოლიტიკოსის შეფასებით, სააკაშვილმა ამგვარად გააფრთხილა თავისი პატრონები – საკმარისად არ მოქმედებთ, რომ ციხიდან გამომიშვათ და ხალხი ქუჩაში გამოიყვანოთ. ხალხის ქუჩაში გამოყვანას კი, ძალიან დიდი ფინანსები სჭირდება. მარტო ხალხის გამოყვანაც არ არის მთავარი, უფრო დიდი სირთულე მათი ქუჩაში ხანგრძლივად გაჩერებაა. სულ მცირე ერთი თვე მაინც უნდა შეინარჩუნონ საპროტესტო მუხტი, როგორც ეს 2003 წელს, “ვარდების რევოლუციის” დროს იყო.

სოსო შატბერაშვილის აზრით, სააკაშვილმა თავის ლობისტებს მიანიშნა, დააფინანსონ ხანგრძლივი მასობრივი აქციები, რადგან არ გამოვიდა რევოლუცია და გადატრიალება არჩევნების მეორე დღეს ანუ როცა ის ჩამოვიდა.

“არჩევნების მეორე დღეს იგეგმებოდა სახელმწიფო გადატრიალება, როგორც 2003 წელს. რადგან ეს არ გამოვიდა, კეთილი ინებეთ და გამათავისუფლეთო. აი, ეს მინიშნება იყო და ქალბატონმა გიულიმ პირდაპირ განაცხადა, უკრაინაშია ის ადამიანი, ვინც სააკაშვილის საქართველოში შემოსვლა დაგეგმაო. ვიცით, სააკაშვილმა უკრაინის საზღვარი რომ გადაკვეთა, უკრაინაში ამაზე მის წინააღმდეგ სს საქმეც კი არ აღძრულა. როგორ გადაკვეთა მან უკრაინის საზღვარი უკანონოდ ისე, რომ არავის ხმა არ ამოუღია, არც საბაჟოს, არც სასაზღვრო პოლიციას. არც პროკურატურას არ აღუძრავს საქმე ამ დანაშაულზე. ეს ხდება იმიტომ, რომ სააკაშვილის ამ ქმედებაში უკრაინის უმაღლესი ხელისუფლება იყო ჩართული. გიული ალასანიამ პირდაპირ ამხილა უკრაინის დღევანდელი ხელისუფლება და, პირველ რიგში, ზელენსკი”, – აცხადებს შატბერაშვილი.

დღეს საზოგადოებაში არსებობს მოსაზრება, რომ საქართველოში სახელმწიფო გადატრიალებით არც მეტი არც ნაკლები, დასავლეთია დაინტერესებული. იქნებ იმიტომ, რომ რუსეთ-უკრაინის ომის ფონზე საქართველო სიმშვიდეს ინარჩუნებს? სახელმწიფო გადატრიალება კი, ნიშნავს საშინაო არეულობას, დაძაბულობას, მღელვარებას, არასტაბილურ გარემოს.

“კოლექტიური დასავლეთი ხშირად ამბობს, განსაკუთრებით უკრაინელი მაღალჩინოსნების პირით, რომ საქართველომ უნდა გაისეირნოს ცხინვალში, სოხუმში. იქ სამხედროები თითქმის აღარ დგანან, ეს ადგილები დაცლილიაო. თუმცა, იქვე დასძენენ, დღევანდელი ხელისუფლება ამის გამკეთებელი არ არის. სააკაშვილი რომ იყოს, ის ომს დაიწყებდაო. ბრწყინვალედ შეასრულა სააკაშვილმა 2008 წელს დავალება, ჩაერთო ავანტიურისტულ ომში და დაგვაკარგვინა ტერიტორიები არა უბრალოდ, არამედ აღიარებით. ოთხმა თუ ხუთმა ქვეყანამ აღიარა აფხაზეთი და ცხინვალი, მათ შორის, ერთ-ერთმა – გაეროს წევრმა რუსეთმა. კიდევ უნდათ, რომ ჩაგვითრიონ ავანტიურისტულ ომში. ამას მოჰყვება, ცხინვალის გარდა, სამცხე-ჯავახეთის აღიარება, დაკარგვა, ბორჯომ-ბაკურიანის დაკარგვა, შესაძლებელია ბორჩალოც ჩამოგვეჭრას. ზუსტად ეს უნდათ – საქართველო დაიშალოს, დანაწევრდეს ისე, როგორც უკრაინა დაიშალა და ამით თავისი საქმე გააკეთონ ე.წ. დასავლელმა „ქორებმა“, ომის პარტიებმა, რომლებიც სამხედრო სამრეწველო კორპუსებთან არიან დაკავშირებული, მათ წილში არიან და სჭირდებათ უზარმაზარი სამხედრო შეკვეთები, რომ მათი მილიარდები ტრილიონები გახადონ”, – განუცხადა მედია სააგენტო “24”-ს სოსო შატბერაშვილმა.

მისივე თქმით, სააკაშვილი ნამდვილად არ არის ჩამოწერილი პოლიტიკოსი. ძალიან ცდილობდა დასავლეთი მისი შემცვლელი მოეძებნა საქართველოში, მაგრამ ვერ იპოვეს ადამიანი, რომელიც ხელს მოაწერს იმ დოკუმენტზე, რაზეც 2008 წელის ომის შემდეგ სააკაშვილმა და მისმა ხროვამ მოაწერა. ხალხი გონს მოვიდა, ქუჩაშიც არ გამოდის. პოლიტიკოსებსაც გარკვეული შიში აქვთ ლიდერის დაპატიმრების შემდეგ. ეგონათ, სააკაშვილი დაუსჯელი იყო, მისი ჩამოსვლისთანავე რუსთაველი გაივსებოდა, ეს არ მოხდა. ამიტომ, ყველა შეშინებულია და ხელს არ აწერენ იმ სიბინძურეს, რისი გაკეთებაც სააკაშვილს შეუძლია.

შატბერაშვილის თქმით, არც ხაბეიშვილი მოიაზრება სააკაშვილის შემცვლელად. ის არის კომიკური, გროტესკული პიროვნება.

ხაბეიშვილის უკან მერაბიშვილი და კეზერაშვილი არიან, თანაც დიდი ფულით. იქნებ სწორედ კეზერაშვილია ის ფიგურა, რომელიც დასავლეთს სჭირდება აქ. ეჭვის საფუძველს ქმნის ის ფაქტიც, რომ კეზერაშვილის პასუხისმგებლობის საკითხი დღემდე არ დამდგარა.

სოსო შატბერაშვილის თქმით, კეზერაშვილი იმიტომ არ არის დაპატიმრებული, რომ ისრაელის მოქალაქეა და მთელი ფული, რომელიც საქართველოდან გაიტანა, ისრაელის ბანკებში აქვს. ისრაელის წინააღმდეგ კი საქართველოს ხელისუფლება ვერ წავა. ის თავის მოქალაქეს ყველაზე მეტად იცავს.

რაც შეეხება იმას, მერაბიშვილსა და კეზერაშვილს განიხილავს თუ არა დასავლეთი საკუთარი ინტერესების გამტარებლად, შატბერაშვილის აზრით, მერაბიშვილი დიდი სიამოვნებით იტვირთავდა ამ მისიას, მაგრამ მას ლიდერის თვისებები არ აქვს.

“სააკაშვილი რომ აცხადებდა, ქვეყნის ხერხემალიაო, მართა ასე ხომ არ არის. თანაც, ის კომპრომეტირებულია. ორი გვამი მომიტანეთო, ქართველმა ხალხმა ეს ხომ მოისმინა. არც ხაბეიშვილს გაჰყვება ვინმე და არც მერაბიშვილს. “ნაციონალურ მოძრაობაში “და რადიკალურ ოპოზიციაში ერთადერთი პიროვნებაა სააკაშვილი, ვისაც ქართველი ხალხის რადიკალური ნაწილი – სექტანტები გაჰყვებიან.

ისიც ითქვა, რომ “ნაციონალურ მოძრაობაში” არჩევნების სცენარი სააკაშვილის ბიძას, თემურ ალასანიას ეკუთვნის.

“ნამდვილად ასეა, თემურ ალასანია დამოკლეს მახვილივით არის დაკიდებული საქართველოს თავზე. სააკაშვილის მოყვანა ხელისუფლებაში, გაპრეზიდენტება, სააკაშვილის მიერ ჩადენილი იარაღის კონტრაბანდა და ჯარის გაძარცვა, კეზერაშვილს რომ აბრალებენ, ტერიტორიების ჩაბარება, დავით გარეჯის გაყიდვაც კი, ყველაფერ ამის უკან დგას თემურ ალასანია. რომელიც არის რუსეთის დაზვერვის აგენტი. ამავე დროს, არ დაგვავიწყდეს, ალასანია ორმაგი აგენტიც არის – ამერიკის და რუსეთის. ის მიმაგრებულია საქართველოზე, როგორც დასავლეთის ინტერესების გამტარებელი სამხრეთ კავკასიაში. სომხეთსა და აზერბაიჯანში ვერაფერი მოახერხეს და შერჩათ საქართველო. ყველაფერს აკეთებენ, რომ საქართველო დაშალონ, დაანგრიონ და მიწასთან გაასწორონ. ამით თავის უფროსების დავალება შეასრულონ”, – აცხადებს სოსო შატბერაშვილი.

მისივე თქმით, მერაბიშვილსა და კეზერაშვილს გაუჭირდებათ ალასანიას გვერდის ავლით იმოქმედონ. ალასანია ძალიან გამოცდილი ფიგურაა იმის მიუხედავად, რომ გაშიფრულია.

“ის არის დავალებების ბრწყინვალე შემსრულებელი. მის უკან ძალიან სერიოზული ძალები დგას. ის მილიარდები, რომელიც სააკაშვილმა იარაღის კონტრაბანდით, ტერიტორიების ჩაბარებით, მიწების გაყიდვით იშოვა, ამ ყველაფრის უკან თემურ ალასანია დგას. ნაცმოძრაობის გახლეჩა დიდად არ ედარდებათ. მელიამ ნდობა დაკარგა, კომიკური ხაბეიშვილი შეარჩიეს, რომელსაც პარტიული ხელისუფლება გადააბარეს. მნიშვნელობა არ აქვს, რამდენ ნაწილად დაიშლება ნაცმოძრაობა. ის მაინც სააკაშვილთან აფილირებული პარტიაა”, – აცხადებს შატბერაშვილი.

საინტერესოა, რა ბედი ელის სააკაშვილს. ის ცდილობს პატიმრობიდან დაიხსნას თავი. ისიც ითქვა, რომ სააკაშვილს გარკვეული ინფორმაციები აქვს ბაიდენზე და ამიტომ ცდილობს დასავლეთი მის გათავისუფლებას. ინფორმაციას სოსო შატბერაშვილიც ეთანხმება და ამბობს, რომ სააკაშვილსა და მის ბიძას კომპრომატები აქვთ ჰანტერ ბაიდენზე და “ბაიდენი შანტაჟის ქვეშ ჰყავთ.

მისივე თქმით, სააკაშვილის პატიმრობიდან გათავისუფლების ორი გზა არსებობს, ერთი – პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, რომელიც ჯერ მტკიცედ დგას და არ ასრულებს დავალებას, თუმცა ორჭოფულ განცხადებებს აკეთებს; ხოლო მეორე – ბაიდენი. სწორედ ამ უკანასკნელის ჩართვით ხედავს სააკაშვილის გათავისუფლებას შესაძლებლად შატბერაშვილი.

ქართველი პოლიტიკოსის აზრით, სააკაშვილის საკითხი მძიმე სიტუაციაში ამყოფებს დასავლეთსაც. ამერიკის კონგრესი, სენატი, ევროპარლამენტი, ევროკავშირი, ევროსაბჭო დაუსრულებლად მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას კანონის უზენაესობისკენ და იმავე დროს ირიბად, მაგრამ დაჟინებით ითხოვენ კანონის დარღვევას და სააკაშვილის გათავისუფლებას. „ქართულ ოცნებას“ მოუწოდებენ და არა სასამართლოს. ჩიხში არიან. ასევე ჩიხშია „ქართული ოცნებაც“ – გაათავისუფლებს სააკაშვილს და დაკარგავს ამომრჩევლების კოლოსალურ რაოდენობას, არ გაათავისუფლებს და დასავლეთიდან არის უზარმაზარი წნეხი.

გიორგი გლოველი


უძველესი ცივილიზაციების ათეულში საქართველო მეორე ადგილს იკავებს

საქართველო მსოფლიო ტურიზმის დღისთვის მზადებას იწყებს

გაეროს გენერალურმა ასამბლეამ ოკუპირებული აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა სტატუსის შესახებ რეზოლუცია მიიღო

,, თუ ადამიანს უწერია სიკვდილი მამულისათვის, ეს ბედნიერებაა!“- გმირთა მოედანზე გენო ადამიას ბიუსტი დაიდგა

გიორგი მიქაუტაძე საფრანგეთის ლიგა 2-ის საუკეთესო ფეხბურთელია

პოდკასტი