ავტომობილის განმეორებითი ტექინსპექტირება უკვე ფასიანია

ტარიფი დადგენილია – მსუბუქ ავტომობილებზე და მისაბმელებზე 20 ლარი იქნება, ხოლო ავტობუსებზე და სატვირთო ავტომობილებზე 30 ლარი.

დღეიდან ავტომობილის განმეორებითი ტექინსპექტირება ფასიანი გახდა.

როგორც, ტექინსპექტირების ცენტრების კავშირის თავმჯდომარემ გიორგი შიოლაშვილმა განაცხადა, დღეიდან ავტომფლობელებს, რომლებიც ტექინსპექტირების ცენტრებს განმეორებითი ინსპექტირებისთვის მიმართავენ, შესაბამისი ტარიფის გადახდა მოუწევთ. ტარიფი დადგენილია – მსუბუქ ავტომობილებზე და მისაბმელებზე 20 ლარი იქნება, ხოლო ავტობუსებზე და სატვირთო ავტომობილებზე 30 ლარი.

კიდევ ერთი სიახლე, რაც ტექინსპექტირების წესში უკვე დაინერგა, მომატებული ხმაურის ინსპექტირებაა. გიორგი შიოლაშვილის ინფორმაციით, ინსპექტირების ჩამტარებელი პირი დაახარვეზებს ავტომობილს, რომლის ხმაურის მაჩვენებელი ნორმას სცდება.

„თუ ინსპექტირების ჩამტარებელი პირი გადაწყვეტს, რომ კონკრეტულ ავტომობილს მომატებული ხმაური აქვს (ძირითადად, ეს შეეხება ავტომობილებს, რომელთაც არასტანდარტული „მაყუჩი“ უყენიათ), გადაამოწმებს, ხმაურის მაჩვენებელი ნორმებში არის თუ არა. თუ ნორმას გადასცილდება, ავტომობილი ხმაურზე დახარვეზდება. ეს რეგულაცია უკვე ძალაშია”, – განაცხადა გიორგი შიოლაშვილმა.

ტექინსპექტირების პროცესში დაგეგმილ სხვა ცვლილებებს, მათ შორის ვიზუალური გამონაბოლქვის ინსტრუმენტულ მონიტორინგს, შიოლაშვილი ამბობს, რომ ეს რეგულაცია ძალაში, სავარაუდოდ, ზაფხულიდან შევა და პროცესში გარემოს დაცვის სამინისტროს სპეციალური ეკიპაჟები ჩაერთვებიან.

ლელა დევდარიანი


უძველესი ცივილიზაციების ათეულში საქართველო მეორე ადგილს იკავებს

საქართველო მსოფლიო ტურიზმის დღისთვის მზადებას იწყებს

გაეროს გენერალურმა ასამბლეამ ოკუპირებული აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა სტატუსის შესახებ რეზოლუცია მიიღო

,, თუ ადამიანს უწერია სიკვდილი მამულისათვის, ეს ბედნიერებაა!“- გმირთა მოედანზე გენო ადამიას ბიუსტი დაიდგა

გიორგი მიქაუტაძე საფრანგეთის ლიგა 2-ის საუკეთესო ფეხბურთელია

პოდკასტი