დათი, რომელსაც მთელი საქართველო გულშემატკივრობს, იუბილარია

დღეს, შარტავას ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული დათი ქოქრაშვილის დაბადების დღეა. ის 9 წლის გახდა.

“დღეს ყველაზე მაგარი ბიჭის დღეა. დათის გაუმარჯოს! გილოცავ ჩემო ოქრო, მინდა ჯამრთელი და ბედნიერი გვყავდე. მიყვარხარ და მენატრები”, – წერს ოჯახის ახლობელი თეა ცხადაძე სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, 2022 წლის 31 მარტს თბილისში, შარტავას გამზირზე, 8 წლის დათი ქოქრაშვილს ავტომობილი დაეჯახა. დაშავებულს საქართველოში, იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალურ საავადმყოფოში, 5 ურთულესი ოპერაცია ჩაუტარდა. მას მარჯვენა ფეხის ამპუტაცია დასჭირდა.

იმ მომენტიდან, როდესაც ქართველმა ექიმებმა დათის გადარჩენა მოახერხეს, დაიწყო მეორე ბრძოლა. ახლა დათი მშობლებთან ერთად გერმანიაში იმყოფება და რამდენიმე დღეში უკვე სამშობლოში იქნება.

ლელა დევდარიანი


უძველესი ცივილიზაციების ათეულში საქართველო მეორე ადგილს იკავებს

საქართველო მსოფლიო ტურიზმის დღისთვის მზადებას იწყებს

გაეროს გენერალურმა ასამბლეამ ოკუპირებული აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა სტატუსის შესახებ რეზოლუცია მიიღო

,, თუ ადამიანს უწერია სიკვდილი მამულისათვის, ეს ბედნიერებაა!“- გმირთა მოედანზე გენო ადამიას ბიუსტი დაიდგა

გიორგი მიქაუტაძე საფრანგეთის ლიგა 2-ის საუკეთესო ფეხბურთელია

პოდკასტი