ბოსტნეული, პური და რძის პროდუქტები გაძვირდა, წლიური ინფლაცია 9.4 %-ია

საქსტატის მიერ, დღეს გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, იანვარში წლიური ინფლაცია 9.4 %-ია.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ანგარიშიდან ირკვევა, რომ წლიურ ჭრილში, ინფლაციის ფორმირებაზე, ძირითადი გავლენა, სურსათსა და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფზე ფასების ცვლილებამ იქონია. ამ პროდუქტებზე ფასები 15.0 %-ით გაიზარდა, რაც, საქსტატის ცნობით, წლიურ ინფლაციაზე 5.03 პროცენტული პუნქტით აისახა.

როგორც საქსტატი იუწყება, ბოსტნეული და ბაღჩეული 26.5 %-ით გაძვირდა. პურსა და პურპროდუქტებზე კი, ფასებმა 22.8 %-ით მოიმატა. ყავა, ჩაი და კაკაო 17.1 % პროცენტით გაძვირდა; რძე, ყველი და კვერცხი – 16.7 %-ით.

ფასებმა 16.5%-ით მოიმატა მინერალური და წყაროს წყლის, ასევე უალკოჰოლო სასმელებისა და ნატურალური წვენების კატეგორიაში. თევზეულზე ფასებმა 13.0 პროცენტით მოიმატა;

შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული 12.4 პროცენტით გაძვირდა; ხორცი და ხორცის პროდუქტები – 8.7 პროცენტით, ზეთი და ცხიმი კი, 4.7 %-ით.


„საცხოვრებელი, წყალი, ელ.ენერგია, აირი: ჯგუფში დაფიქსირდა ფასების 13.1-პროცენტიანი მატება, რაც 1.38 პროცენტული პუნქტით აისახა წლიურ ინფლაციაზე.

ფასები გაიზარდა ქვეჯგუფებზე: ფაქტობრივი გადასახადი საცხოვრებელზე (40.0 პროცენტი) და საცხოვრებლის მიმდინარე მოვლა და შეკეთება (9.1 პროცენტი);

ტრანსპორტის ჯგუფში ფასები 5.2 პროცენტით გაიზარდა, რაც 0.63 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიანი ინდექსის ზრდაზე. ფასები მომატებულია სატრანსპორტო მომსახურებაზე (18.5 პროცენტი) და პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე (2.8 პროცენტი). ამასთან, ფასები შემცირდა სატრანსპორტო საშუალებების შეძენაზე (-2.5 პროცენტი)“, – აღნიშნულია საქსტატის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

სალომე ხომასურიძე


უძველესი ცივილიზაციების ათეულში საქართველო მეორე ადგილს იკავებს

საქართველო მსოფლიო ტურიზმის დღისთვის მზადებას იწყებს

გაეროს გენერალურმა ასამბლეამ ოკუპირებული აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა სტატუსის შესახებ რეზოლუცია მიიღო

,, თუ ადამიანს უწერია სიკვდილი მამულისათვის, ეს ბედნიერებაა!“- გმირთა მოედანზე გენო ადამიას ბიუსტი დაიდგა

გიორგი მიქაუტაძე საფრანგეთის ლიგა 2-ის საუკეთესო ფეხბურთელია

პოდკასტი