6 თებერვლის ამინდის პროგნოზი
6 თებერვალს თოვს თბილისში. ჰაერის ტემპერატურა დღისით +6 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +1 გრადუსია მოსალოდნელი.
ქუთაისში +9 გრადუსი და წვიმაა მოსალოდნელი, ღამით კი +4 გრადუსი იქნება. უნალქო დღეა ოზურგეთში, სადაც დღისით ასევე +8 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +3 გრადუსია ნავარაუდევი. ბათუმშიც ნალექიანი დღეა ნავარაუდები, დღისით ჰაერი +11 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +5 გრადუსი დაფიქსირდება.
უნალექო დღეა ფოთში და დღისით +9 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +6 გრადუსია მოსალოდნელი. ზუგდიდში დღისით ტემპერატურა +9 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +3 გრადუსია ნავარაუდები. +10 გრადუსია მოსალოდნელი დღისით სოხუმში, ღამით +5 გრადუსი დაფიქსირდება. იწვიმებს.
მესტიაში თოვლიანი დღეა ნავარაუდები. დღისით +3 გრადუსია, ღამით კი -6 გრადუსი დაფიქსირდება. მოთოვს ამბროლაურშიც და დღისით +5 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +3 გრადუსი დაფიქსირდება.
უნალექო დღეა მოსალოდნელი ჭიათურაში, დღისით +6 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +3 გრადუსი. ახალციხეში დღისით ჰაერი +2 გრადუსამდე გათბება, ღამით კი ტემპერატურა -5 გრადუსამდე დაიწევს. მოსალოდნელია ნალექი თოვლის სახით.
უნალექო დღეა ბორჯომში, დღისით +4 ღამის ღამით კი -3 გრადუსი დაფიქსირდება. ბაკურიანში დღისით 0 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით -7 გრადუსი დაფიქსირდება. მოსალოდნელია თოვლი.
გორშიც ითოვებს. დღისით +4 გრადუსია ნავარაუდები, ღამის განმავლობაში კი +1 გრადუსი დაფიქსირდება. ცხინვალში, დღისით ჰაერს ტემპერატურა +4 გრადუსი იქნება, ღამით კი 0 გრადუსი დაფიქსირდება. ითოვებს.
გუდაურშიც თოვლიანი დღეა მოსალოდნელი, დღისით -1 გრადუსია ნავარაუდევი, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა -6 გრადუსი იქნება. ითოვებს ომალოშიც, სადაც დღისით 0, ღამით კი -5 გრადუსი დაფიქსირდება.
ლაგოდეხში ითოვებს. ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +6 გრადუსი იქნება, ღამით კი +3 გრადუსი დაფიქსირდება. თოვლია ნავარაუდები თელავშიც. დღისით +5 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +1 გრადუსია ნავარაუდები.
გურჯაანშიც თოვლია მოსალოდნელი. დღისით +5 გრადუსი, ღამით კი 0 გრადუსი დაფიქსირდება. სიღნაღში +6 გრადუსი და თოვაა მოსალოდნელი, ღამით კი +1 გრადუსი დაფიქსირდება.
რუსთავში +6 გრადუსი და წვიმაა მოსალოდნელი, ღამით კი +1 გრადუსი დაფიქსირდება.