საქართველოში 6 თებერვლიდან ამინდი გაუარესდება
გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 6-დან 8 თებერვლის ჩათვლით, საქართველოში ნალექიანი ამინდი იქნება.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 6 თებერვლიდან აღმოსავლეთ, ხოლო 7 თებერვლიდან დასავლეთ საქართველოში, 8 თებერვლის დილამდე, ნალექია მოსალოდნელი.
მთაში და მაღალმთაში ძლიერი თოვა, ნისლი და ქარბუქი, ზღვაზე 3-4 ბალიანი შტორმული ღელვა, საავტომობილო გზებზე ლიპყინული, მთიან რეგიონებში ზვავსაშიშროება.
სინოპტიკოსების იუწყებიან, რომ საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე დიდთოვლობის, ხილვადობის გაუარესების, ქარბუქის, ლიპყინულის და ზვავსაშიშროების გამო, შესაძლებელია ტრანსპორტის მოძრაობაც შეიზღუდოს.
სალომე ხომასურიძე